ნიკოლო პაგანინი – „ეპიზოდი”
როგორც გენიალური იტალიელი მევიოლინისა და კომპოზიტორის – ნიკოლო პაგანინის (1782-1840 წლები) ბიოგრაფები ვარაუდობენ, მაესტროს სკოლაში არასოდეს უვლია და შესაბამისად, საშუალო განათლებაც არ მიუღია. ამას იმ ფაქტიტაც ადასტურებენ, რომ ვირტუოზი მევიოლინე უამრავ უხეშ გრამატიკულ შეცდომას უშვებდა წერის დროს. (ავტორი გენია.ჯი) საშინელი კალიგრაფიის მქონე პაგანინი გრამატიკულ შეცდომებს არა მხოლოდ ბავშვობაში, არამედ ზრდასრულ ასაკშიც მრავლად უშვებდა. გარდა ამისა, „სამხრეთელ ჯადოქრად” წოდებული მუსიკოსი გამოირჩეოდა ძალიან ცუდი მახსოვრობის უნარითაც. მას ხშირად თავისი დაბადების დღის თარიღიც კი ავიწყდებოდა, რასაც ამა თუ იმ ხელმოწერილ დოკუმეტზე მის მიერ დაფიქსირებული არასწორი (სხვადასხვა) დაბადების თარიღებიც მოწმობს.
XVIII საუკუნის 30-იან წლებში ევროპის მასშტაბით სახელგანთქმული ნიკოლო პაგანინი დიდი ბრიტანეთის მეფემ – ჯორჯ II ჰანოვერელმა მიიწვია ლონდონში კონცერტის ჩასატარებლად. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, იტალიელმა მეციოლინემ გავლენიანი მონარქის შეთავაზებული წინადადება არ მიიღო, რადგან პაგანინის ჯორჯ მეორის მიერ შეთავაზებული მოკრძალებული ჰონორარი ეცოტავა. სამაგიეროდ, თავად ნიკოლომ მიიწვია თავის კონცერტზე იტალიაში მეფე ერთობ მრავლისმეტყველი და ცინიკური მოტივით – „ასე უფრო მეტ ეკონომიას გააკეთებს მისი უდიდებულესობაო!” – (ავტორი გენია.ჯი)