ბორის ვიანი – „ეპიზოდი”
24 ფსევდონიმის მატარებელი დიდი ფრანგი პროზაიკოსისა და პოეტის – ბორის ვიანის (1920-1952 წლები) ლიტერატურული შემოქმედებიდან მკითხველში ყველაზე დიდი ინტერესი აღძრა მის მიერ 1946 წელს გამოქვეყნებულმა ერთობ უჩვეულო სახელწოდების მქონე რომანმა – „მოვალ რომ თქვენს საფლავებს მივაფურთხო”. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია, რომ ფრანგი ლიტერატორი და მუსიკოსი კინოსეანსის მიმდინარეობის დროს გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა. ერთობ ეკლექტური და პროვოკაციული გემოვნების მქონე მწერლის დაკრძალვას ვილ დ’ავრის სასაფლაოზე არა მხოლოდ ვიანის ახლობლები, არამედ მისი ლიტერატურული შემოქმედების უამრავი თაყვანისმცემელიც დაესწრო. ბედის ირონიით, ფრანგი ლიტერატორის დაკრძალვაში მონაწილეობა არ მიუღიათ სამგლოვიარო ცერემონიის ერთ-ერთ მთავარ პერსონებს – მესაფლავეებს, რადგან 1952 წლის 27 ივნისს, ანუ ვიანის დაკრძალვის დღეს, მათ საერთო გაფიცვა ჰქონდათ გამოცხადებული. შესაბამისად, ბორის ვიანის დასაფლავება მისივე ახლო ნათესავებს მოუხდათ საკუთარი ხელით. – (ავტორი გენია.ჯი)