ევკლიდე – „ეპიზოდი”
„გეომეტრიის მამად” წოდებული გენიალური ძველ ბერძენი მათემატიკოსი – ევკლიდე (ძვ.წ.აღ-ით 325-265 წლები), რომელიც თავის დროზე პლატონის მოწაფე იყო, უამრავი შეგირდის განსწავლით იწონებდა თავს. (ავტორი გენია.ჯი) ერთ მშვენიერ დღეს მათემატიკური მეცნიერებისადმი მიძღვნილი უძველესი ტრაქტატის ავტორთან მისი ერთ-ერთი ცნობისმოყვარე მოწაფე მივიდა. იგი დაინტერესდა, რა სარგებლობის მოტანა შეეძლო გემოეტრიას მისთვის ცხოვრებაში. მოულოდნელად, დიდმა მათემატიკოსმა პირად მსახურს უხმო, რომელსაც ერთობ მრავლისმეტყველი სიტყვის თანხლებით დაავალა მის წინაშე მდგომი შეგირდისათვის სამი ობოლის (იმ პერიოდის ფულადი ერთეული) მიცემა: „ – მიეცი მას ფული. იგი ხომ მეცნიერებიდან მხოლოდ სარგებელს გამოელის?!” – (ავტორი გენია.ჯი)