ავუკულატი

ავუკულატი – ლათინური წარმომავლობის მქონე სიტყვაა და „დედის მხრივ ბიძას” აღნიშნავს. იგი გახლავთ ძალიან ახლო ურთიერთობის ტრადიცია (ფორმა) დისშვილსა და ბიძას (დედის მხრიდან) შორის. (ავტორი გენია.ჯი) ამ ურთიერთობის ტრადიციის მიხედვით, ბიძა-დიშვილს შორის წარმოშობილი ურთიერთობა ხშირ შემთხვევაში მამა-შვილს შორის არსებულ ურთიერთობაზე ახლოც კია. ამას მოწმობს ისიც, რომ დიდმნიშვნელოვან საოჯახო თუ საზოგადოებრივ საკითხებში დედის მხრივ ბიძის სიტყვას ხშირად უფრო მეტი წონა აქვს, ვიდრე მამის აზრს. ამასთან ბიძა არის თავისი დისშვილის აღმზრდელი, მეურვე, მფარველი და დამცველი; მაშასადამე, ქონება ბიძისაგან დისშვილზე გადადის. ფაქტობრივად, ავუკულატის თანახმად, დისშვილი ბიძის სამართალმემკვიდრედ არის მიჩნეული.

ავუკულატი განსაკუთრებით გავრცელებული იყო ძველ ხალხებში, თუმცა თანამედროვე პერიოდშიც მოიძებნება ოკეანიასა და აფრიკაში რიგი ხალხებისა, რომელნიც ამ უჩვეულო ტრადიციის გამგრძელებლები არიან. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>