ილია რეპინი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთ უდიდეს რუს მხატვარს – ილია რეპინს (1844-1930 წლები) ერთი აკვიატებული თვისება გააჩნდა: ფერმწერს მის მიერ უკვე დასრულებულ სურათებზე დროთა განმავლობაში რაიმე სახის ცვლილების შეტანა უყვარდა. (ავტორი გენია.ჯი) ხელოვანის ეს უცნაური ჩვევა კარგად იყო ცნობილი მოსკოვში განთავსებული ტრეტიაკოვის გალერეის ადმინისტრაციისათვის, სადაც ცნობისათვის, მრავლად იყო წარმოდგენილი რეპინის ნამუშევრები. იმისათვის, რომ ავტორს არ გადაეკეთებინა თავისი ადრინდელი ნამუშევრები, სახელგანთქმული გალერეის ადმინისტრაციამ მიიღო მეტად გონივრული გადაწყვეტილება: ილია რეპინს კატეგორიულად აეკრძალა ტრეტიაკოვის გალერეაში მოლბერტითა და საღებავებით შესვლა მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში. – (ავტორი გენია.ჯი)