იცით თუ არა, რომ?!

1. „საქართველოს უგვირგვინო მეფედ” წოდებული დიდი ქართველი მამულიშვილისა და ლიტერატორის – ილია ჭავჭავაძის დაკრძალვის ცერემინიას თვალს ადევნებდა კავკასიის მთავარმართებელი – გრაფი ვორონცოვ-დაშკოვი. იგი გაუოგნებია არა მხოლოდ ზღვა მგლოვიარე ხალხის რაოდენობას, არამედ იმ სათანადო პატივსაც, რომელიც სრულიად საქართველომ მიაგო ილიას ხსოვნას.  შედეგად, კავკასიის მთავარმართებელს უთქვამს კიდეც: „ასეთი დაკრძალვა არც ერთ მეფეს არასოდეს არ ღირსებიაო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. ადრეულ პერიოდებში ინდოეთში გაუთხოვარი ქალი ოჯახის სირცხვილად მიიჩნეოდა.

* * *

3. XVIII-XIX საუკუნეების ჩინეთში სიკვდილმისჯილს დასჯის წინ თეთრ სუდარას აცმევდნენ (ჩინეთში თეთრი ფერი – სამგლოვიარო ფერთან ასოცირდება). სუდარაზე კი აწერდნენ დამნაშავის გვარს და იმას, თუ რისთვის მიესაჯა სიკვდილი.

* * *

4. ოკეანეების გიგანტის – ვეშაპის სხეულის ნორმალური ტემპერატურა ადამიანის ნორმალური ტემპერატურის იდენტურია.

* * *

5. „მე რომ იმდენი მეძლეოდეს, რამდენიც აქვთ ჩვენი ეკლესიის დიაკვნებს, თავს გავიტანდი, მაგრამ მე მწერალი ვარ – და ამიტომ შიმშილით უნდა მოვკვდე. წინათ ზღაპრად მიმაჩნდა, როცა ამბობდნენ, რომ ჩვენს დროში მწერლები შეიძლება შიმშილით მოკვდნენო, მაგრამ ეს, თურმე, მართალი ყოფილა”. – ხშირად ჩიოდა ხოლმე გენიალური რუსი დრამატურგი და მწერალი – ანტონ ჩეხოვი. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. ქვეყანა, რომელსაც ორი ათასი წლის სახელმწიფოებრივი ცხოვრების შედეგად თავისი კულტურა შეექმნა, რუსთაველი და გურამიშვილი, იოანე პეტრიწი და მთაწმინდელები ჰყავდა, XVIII საუკუნეში პეტერბურგში გუბერნიად გამოაცხადეს. ის კი არა და, საქართველოს ხსენებაზე რუსეთის იმპერატორს – პავლე I-ს, რომელსაც შეთქმულების შედეგად მოუღეს ბოლო, დაუღრიალია: „ – გუბერნიად, გუბერნიად უნდა ვაქციოთო!..”

* * *

7. ერთ-ერთმა შიზოიდმა ინგლისელმა გენერალმა, გვარად – ნეილმა, XIX საუკუნეში დიდი ბრიტანეთის მიერ კოლონიზირებულ ინდოეთში მიმდინარე სიპაების აჯანყების მიმდინარეობისას, ადგილობრივი ბრაჰმანების დასჯის ერთობ ამაზრზენი პრაქტიკა დანერგა: მაღალი კასტის ბრაჰმანებს კოლონიზატორები ბრძოლის დროს დახოცილი ინგლისელი ჯარისკაცების სისხლს – ალოკვინებდნენ.

* * *

8. ტაჯიკეთის რესპუბლიკაში მოქმედი კანონის თანახმად, იმ ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფო სამსახურში არიან დასაქმებულები, ოქროს კბილების ჩასმა ეკრძალებათ.

* * *

9. ადრეული საუკუნეების ჩინეთში მოქმედი სამართლის კანონთა მიხედვით, ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად – თავი იყო მიჩნეული და ამიტომაც სასჯელის უმაღლეს ზომად – თავის მოკვეთა მიიჩნეოდა. ამ მხრივ მეორე ადგილი სასქესო ორგანოებს ჰქონდათ მინიჭებული და ამიტომ – კასტრაციასაც სასჯელის სახით გამოიყენებდნენ ისინი.

* * *

10. ისეთი მუსიკალური მიმდინარეობა, როგორიც ჯაზია, სანამ სახელს გაითქვამდა და ეგზომ დიდ პოპულარობას მოიპოვებდა, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ამერიკაში დაკრძალვის ცერემონიებზე სრულდებოდა ხოლმე. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>