იოჰან ჰაინრიხ ვინკლერი – „ეპიზოდი”
სახელოვანი გერმანელი ფიზიკოსის, მეცნიერისა და ლაიფციგის უნივერსიტეტის რექტორის – იოჰან ჰაინრიხ ვინკლერის (1703-1770 წლები) მიერ ჩატარებულ ლექციებს ხშირად ესწრებოდა ისეთი გენიალური გერმანელი მწერალი და მოაზროვნე, როგორიც გახლდათ – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე, რაც თავის მხრივ, ვინკლერის დიდ ერუდიციასა და ინტელექტზე მეტყველებს. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ იოჰანი იყო ის პირველი მეცნიერი ლაიფციგიდან, რომელიც 1747 წელს ბრიტანული სამეფო აკადემიის წევრად იქნა არჩეული. ცნობილია, რომ გერმანელი ფიზიკოსი გამუდმებით ატარებდა ცდებს სკალარული ფიზიკური სიდიდის – დენის ძალის შესაძლებლობებზე. საინტერესოა ის გარემოება, რომ იგი ასეთი სახის ექსპერიმენტებში თავად იღებდა მონაწილეობას. აქვე შევნიშნოთ ისიც, რომ ცდების დროს იოჰანი თავის სხეულში ისეთი სიმძლავრის მქონე დენის ძალას ატარებდა, რომელიც სიცოცხლისათვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. თუმცა, როდესაც მან გაცილებით დიდი მასშტაბის დენის ძალის გამოცდა გადაწყვიტა, ცდაში მონაწილეობისაგან პირადად თავი შეიკავა და რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, სიცოცხლისათვის ეგზომ საშიში ექსპერიმენტი თავის მეუღლეზე ჩაატარა. აქედან გამომდინარე, ვინკლერის ბიოგრაფებისათვის რთული სათქმელია, რამდენად იყო სახელგანთქმული ფიზიკოსის ერთადერთი მოტივი – მეცნიერული იდეა… – (ავტორი გენია.ჯი)