ჩარლზ დარვინი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ინგლისელი ბუნებისმეტყველი და მოგზაური – ჩარლზ რობერტ დარვინი (1809-1882 წლები) ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ყოყმანობდა, შეერთო თუ არ შეერთო ცოლი (30 წლის ასაკში დაქორწინდა თავის ნათესავ ქალზე – ემა ვედვუდზე). თავისი აგნოსტიკური მსოფლმედველობით გამორჩეულმა სწავლულმა, როგორც ჩანს მართლაც რომ ბევრი იფიქრა ამ საკითხზე, რადგან მის პირად ხელნაწერებში მოგვიანებით, მკვლევარების მიერ აღმოჩენილი იქნა რვეული, სადაც დაწვრილებით იყო განხილული ქორწინების ყველა დადებითი და ყველა უარყოფითი მხარე. რვეულის ბოლოში კი დარვინის მიერ საბოლოო ჯამში გამოტანილი „განაჩენიც” იყო დასმული: – „დაქორწინდი!”