„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ბევრი მათგანი მიმზიდველად ოცნებობს, თუ რა კარგი იქნება ცხოვრება ორასი წლის შემდეგ, და არავის აზრადაც არ მოსდის უბრალო კითხვა: ვინღა აქცევს მას კარგად, თუ ჩვენ მხოლოდ ვიოცნებებთ?” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ჩვენ არ გვსურს, დავიხსომოთ, რომ რაც კარგია ადამიანში – ესაა ყველაზე უფრო განმაცვიფრებელი ყველა იმ სასწაულთა შორის, რაც მას შეუქმნია ან რასაც ქმნის”.

* * *

„უღონო ადამიანების, უფერული ბრბოს გვერდით ჩაიარა ჭკვიანმა ადამიანმა, ვინც ყველაფერს ყურადღებით ათვალიერებდა; დააკვირდა იგი ამ მოსაწყენ მცხოვრებთ და სევდიანი ღიმილით, ლმობიერი, მაგრამ ღრმა საყვედურის კილოთი, სახესა და გულზე შემონთებული უიმედო მწუხარებით წარმოთქვა: „ – საძაგლად ცხოვრობთ, ბატონებო!”

* * *

„ყველა ადამიანმა თავისი მიწის ნაკვეთზე რომ გააკეთოს ის, რაც მას შეუძლია, რა თვალწარმტაცი იქნებოდა ჩვენი დედამიწა!”

* * *

„ეულია, მაშასადამე – არავისთვის არაა საჭირო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სიკვდილი დამარცხებულ იქნება მაშინ, როდესაც ადამიანთა უმრავლესობა ნათლად შეიგნებს სიცოცხლის ფასს, გაიგებს მის მშვენიერებას და იგრძნობს სიცოცხლის სიტკბოებას”.

* * *

„ვგონებ, ჩვენს დროში სიბრალული არსებობს როგორც მხოლოდ სირცხვილის ნიღაბი”.

* * *

„იმაზე უფრო ძნელი არაფერია, ვიდრე კარგზე ლაპარაკი”.

* * *

„სამყარო მეტი არ არის რა, თუ არა ჩვენი წარმოდგენა მის შესახებ…”

* * *

„იყავით… უფრო წესიერნი!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>