პოლიკარპე კაკაბაძის ნააზრევი…
„ზოგი მარტო დასამარხად ბრუნდება სამშობლოში და მაინც მოუხარია”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შეაგონეთ ყველას, რომ ჩვენს სულში ყოველ დანაშაულთან ერთად იბადება სასჯელიც”.
* * *
„სავალალოა, როცა ერის პატრონს მტერი კორტნის, მაგრამ უფრო მწარეა, როცა თვითონ ერი აწამებს თავის კეთილ მოღვაწეს”.
* * *
„კაცთა დიდი ნაწილი აღზრდითაა ბოროტი, ან კეთილი”.
* * *
„კაცის ბედი მეფეს არ ემორჩილება. ბედის უფალი უცნობია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბოროტება ყრუა”.
* * *
„არ ღირს კაცურად სიარული მტრისგან დამონებულ მიწაზე”.
* * *
„ჩემს ჭკუას ჭკუაზე დიდი ბატონი ყავს – სინდისი”.
* * *
„ქვეყანა ჭრელია და სამართალს ნუ ეძებ შენი ხმლის პირის იქეთ”.
* * *
„არათუ ჩვენ, პატარა ყვავილსაც რომ მისცეს ღმერთმა ბედნიერება, ამისთვის მთელი ქვეყანა უნდა გადააკეთოს”. – (ავტორი გენია.ჯი)