იხვნისკარტა – „ეპიზოდი”
ერთობ უჩვეულო გარეგნობის მქონე ერთგასავლისნების კლასის ძუძუმწოვარა ცხოველი – იხვნისკარტა, ევროპელმა მეცნიერებმა XVIII საუკუნეში, ახალი სამხრეთ უელსის კოლონიზაციის პერიოდში აღმოაჩინეს ავსტრალიის კონტინენტზე. (ავტორი გენია.ჯი) ამ უნიკალური ცხოველის მაღალი ხარისხის მქონე და ფაფუკ ბეწვიანი ტყავი ინგლისში, ანუ ევროპის კონტინენტზე, პირველად 1797 წელს იქნა გაგზავნილი ინგლისელი ვიცე-ადმირალის – ჯონ ჰანტერის მიერ. იხვნისკარტას, რომლის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 10 წელია, უცნაურმა გარეგნობამ იმთავითვე დიდი გაოცება და დავა წარმოშვა ზოოლოგებში. მეცნიერების დიდმა ნაწილმა ივარაუდა, რომ ევროპელთათვის მანამდე უცნობი ცხოველი – ყალბ ქმნილებას წარმოადგენდა და საერთოდ უარყო მისი არსებობაც კი ბუნებაში. მაგალითად, დიდმა ინგლისელმა ბოტანიკოსმა და ზოოლოგმა – ჯორჯ შოუმ განაცხადა, რომ შეუძლებელია ადამიანი არ დაეჭვდეს მის ნამდვილობაშიო. ისინი გამოვიდნენ წინადადებით, რომ ვიღაცამ თახვის ტყავს იხვის ნისკარტი მიაკერა და ამ მეთოდით სცადა გახუმრებაო. ისინი იხვნისკარტების არსებობაში მხოლოდ მაშინ დარწმუნდნენ, როდესაც 1798 წელს საკუთარი თვალით იხილეს ავსტრალიის ერთ-ერთ ეროვნულ სიმბოლოდ ქცეული ცხოველი. საინტერესოა ისიც, რომ ზოოლოგებს სრული 27 წელიწადი დასჭირდათ, რათა განესაზღვრათ, რომელი კლასის წარმომადგენელი იყო იხვნისკარტა – რეპტილია თუ ძუძუმწოვარი. – (ავტორი გენია.ჯი)