ედვარდ მუნკის შესახებ…

„დედამ, რომელიც სრულიად ახალგაზრდა გარდამეცვალა, შთამომავლობით დამიტოვა ტუბერკულოზისადმი მიდრეკილება, ხოლო რელიგიაზე ფანატიკურად შეყვარებულმა და ადვილად ფეთქებადი ხასიათის მქონე მამამ კი, ჩემში სიგიჟის მარცვალი ჩათესა… ჩემი დაბადების დღიდან, შფოთვის ანგელოზები, მოუსვენრობა და სიკვდილი ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ… ხშირად გამღვიძებია ღამით, თვალი მომივლია ოთახზე და საკუთარი თავის მიმართ მიკითხავს: „ჯოჯოხეთში ხომ არა ვარ?” – ამ მრავლისმეტყველი სიტყვების ავტორი გახლდათ გენიალური ნორვეგიელი მხატვარი და გრაფიკოსი - ედვარდ მუნკი (1863-1944 წლები). (ავტორი გენია.ჯი) ფერმწერის დედის – ლორა-კატერინა ბიოლსტადის გარდაცვალების შემდეგ შვილებზე მზრუნველობა საკუთარ თავზე მამამ, პროფესიისთ სამხედრო ექიმმა – კრისტიან მუნკმა აიღო. ედგარ ალან პოს შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი კრისტიანი ბავშვებს ყოველ ღამით უკითხავდა თავისი კუმირი მწერლის ნაწარმოებებს და მუდმივად შეახსენებდა მათ სიკვდილის სიახლოვეს. ცნობილია, რომ ამერიკული რომანტიზმის ლიდერი მწერლის ლიტერატურული ნაწარმებები საშინელებათა ისტორიებით გახლავთ გაჯერებული, რამაც თავის მხრივ, ერთობ უარყოფითი გავლენა იქონია შემდგოში ედვარდის ფსიქიკაზე. გარდა ამისა, მუნკის ფსიქიკური და მორალური მდგომარეობა თავს დატეხილმა მრავალმა ტრაგიკულმა შემთხვევამაც უკიდურესად დაამძიმა. შედეგად მხატვარს მრავალი უცნაური ფობია და თვისება ჩამოუყალიბდა. ალკოჰოლის მოხმარება ნორვეგიელმა ხელოვანმა ადრეული ასაკიდანვე დაიწყო. ამ მავნე თვისებამ მუნკი 1908 წელს პარანოიამდე მიიყვანა. სიბნელის შიშით გარემოცული შუქს არასოდეს აქრობდა ღამით სახლში; პანიკურად ეშინოდა ბრინქოტით დაავადების, რის გამოც ოთახებში ტემპერატურას 22 გრადუს-ცელსიუსზე დაბლა არ უშვებდა; ერთობ სიმპატიური გარეგნობის მქონე ხელოვანს, რომელსაც მეგობრები „ყველაზე ლამაზ ნორვეგიელ მამაკაცად” მოიხსენიებდნენ, ძალიან იტაცებდა ბოჰემური ცხოვრების სტილი; სასიყვარულო რომანები გააბა არა მხოლოდ გაუთხოვარ, არამედ ქმარშვილიან ქალებთანაც; ერთხელ, მისმა არაადეკკვატური თვისებებით ცნობილმა საყვარელმა ქალმა – ტულა ლარსენმა თვითმკვლელობა გადაწყვიტა. მხატვარმა ქალის გულმკერდზე მიდებული რევოლვერის ლულას ხელი დააფარა, რა დროსაც განახორციელა კიდეც მან გასროლა. ტულა კი გადარჩა, მაგრამ მხატვარს მარჯვენა ხელზე შუანა თითთან გამომშვიდობება მოუხდა; განსაკუთრებით უყვარდა თედორე დოსტოევსკის შემოქმედება. ცნობილია ისიც, რომ მან, თავისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი – „კივილი”, თავისი კუმირი რუსი მწერლის ლიტერატურული ქმნილების – „ძმები კარამაზოვების” მოტივზე შექმნა. მას შემდეგ, რაც ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოვიდა, განმარტოვდა და თავის სახლში აღარავის უშვებდა. მხატვრის გარდაცვალების შემდგომ, როდესაც მუნკის მეგობრებმა ხელოვანის სახლის კარი შეაღეს, სასიამოვნოდ გაოცებულნი დარჩნენ, რადგან მასში აღმოჩენილი იქნა ათეულობით ტილო, ათეულობით ჩანახატი, გრავიურები, ფოტოგრაფიები და მისი პირადი დღიური. სწორედ აღნიშნული დღიურიდან შეიტყვეს მათ, რომ მუნკმა თავისი უზარმაზარი მემკვიდრეობა (შემოქმედების სახით) ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს უსახსოვრა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>