ვილჰელმ სტეინიცი – „ეპიზოდი”
ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური ავსტრიელი მოჭადრაკე და მსოფლიოს პირველი ჩემპიონი ჭადრაკში - ვილჰელმ სტეინიცი (1837-1900 წლები) ხშირად დგებოდა ფინანსური პრობლემების წინაშე. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად სტეინიცი იძულებული გახდა ჭადრაკის თამაში ფულზე დაეწყო. ამისათვის მან ერთ-ერთი კაფე, სახელწოდებით – „გამბიტი” შეარჩია. ერთხელ კაფეს უცნობი ახალგაზრდა კაცი ეწვია და სტეინიცს ნაღდ ფულზე ჭადრაკის თამაში შესთავაზა. ვილჰელმისათვის მოწინააღმდეგე ერთობ სასარგებლო და მომგებიანი პარტნიორი აღმოჩნდა, რადგან თითოეული მარცხისათვის იგი მთელ დასტა ფუნტ-სტერლინგებს ანაღდებდა. მიუხედავად იმისა, რომ სტეინიცმა რამდენიმე უპირატესობა მიანჭა პარტნიორს თამაშში, გამარჯვებული ყოველ ჯერზე მაინც იგი რჩებოდა. ასე გაგრძელდა რამდენიმე დღის განმავლობაში და შესაბამისად, სტეინიციც რეგულარულად იგებდა ფულს. იმისათვის, რომ მსოფლიო ჩემპიონს ასეთი შესანიშნავი მუშტარი არ დაეკარგა, ერთმა მეგობარმა ურჩია, ერთი პარტია მაინც დაეთმო მისთვის. ვილჰელმმა გაითვალისწინა მეგობრის რჩევა და მეორე დღესვე მოაგებინა მოწინააღმდეგეს პირველივე პარტია. სტეინიცმა მას მეორე პარტიის თამაშიც შესთავაზა, თუმცა მისგან მოულოდნელად უარი მიიღო. ავსტრიელი მოჭადრაკის მოწინააღმდეგე ახალგაზრდა კაცი სკამიდან წამოდგა და ეგზომ დიდი გამარჯვებით გახარებულმა მთელი კაფეს გასაგონად შესძახა: „ჩემი ოცნება ასრულდა! მე გავიმარჯვე მსოფლიო ჩემპიონზე!” – ამ სიტყვების თანხლებით დატოვა მან დაწესებულება და ქუჩას შეერია. მას შემდეგ კაფე „გამბიტში” აღარასოდეს უნახავთ იგი… ასე დააკარგვინა მეგობრის გულუბრყვილო რჩევამ კარგი „მუშტარი” დიდ ავსტრიელ მოჭადრაკეს. – (ავტორი გენია.ჯი)