ფრიდერიკ შოპენი – „ეპიზოდი”
გენიალურ პოლონელ კომპოზიტორსა და პიანისტს – ფრედერიკ შოპენს (1810-1849 წლები) მანდილოსნების მიმართ განსაკუთრებულად მგრძნობიარე დამოკიდებულება გააჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია, რომ სახელგანთქმული ვალსების ავტორი ერთი პერიოდის განმავლობაში არა მხოლოდ შეყვარებული იყო ერთ-ერთი საყოველთაოდ ცნობილი მუსიკოსის ნათესავ ქალზე, არამედ დანიშნულიც კი იყო მასზე. თუმცა… ერთ მშვენიერ დღეს სასიძო მეგობარ მამაკაცთან ერთად ესტუმრა სატრფოს სახლში. შოპენის საცოლემ ფრედერიკისადმი გამოჩენილი პატივისცემის ნიშნად სკამი პირველი მის მეგობარსა და ოჯახის სტუმარს გაუწოდა. გოგონას ასეთი ქმდება მუსიკოსმა პირად შეურაცხყოფად მიიღო და იმდენად აღშფოთდა, რომ ქორწინებაც კი ჩაშალა.
შოპენის ბიოგრაფები გადმოგვცემენ, რომ ფრედერიკის გაღიზიანება ძალიან იოლი რამ იყო. მას შეეძლო უნებურად გაკეთებული უხერხული ჟესტის ან მისთვის მოუწონარი გამოხედვის გამოც კი, საერთოდ შეეწყვიტა ურთიერთობა სატრფოსთან და სასიყვარულო რომანისათვის უფრო ღირსეული ქალი შეერჩია. საბოლოო ჯამში მისი არჩევანი სახელგანთქმულ ფრანგ მწერალ და ფემინისტ ქალზე – ჟორჟ სანდზე შეჩერდა. თუმცა მასთან ერთადაც გენიალურმა მუსიკოსმა სულ რაღაც ცხრა წელიწადი თანაიცხოვრა. – (ავტორი გენია.ჯი)