ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს
დილა მზიანი,
კაეშნიანი შევყურებდი
მთვარე-ვარსკვლავებს;
პირშავ ღამეევს შევტიროდი
გულბოღმიანი,
თვალცრემლიანი მივეფარე
მყუდრო საფლავებს.