ვადიმ ბოიკოს მოსაზრებები…

„ხშირად, როცა მომჩვენებია ხოლმე, რომ ერთობ უხეში და გულქვა გავხდი, მივეჩვიე საკუთარ და სხვის ტანჯვას, რომ მიმიფურთხებია ყველასთვის, ოღონდ თვითონ გადავრჩე-მეთქი, ჩემივ თავისადმი სიძულვილს ავუვსივარ!” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ასეთია ადამიანის ბუნება, – ყველაზე გამოუვალ ვითარებაშიც გადარჩენის იმედი აქვს”.

* * *

„თქვენ გაქვთ უფლება მომკლათ, მე კიდევ – მოვკვდე ისე, რომ კანონით დადგენილი წესი არ დავარღვიო”.

* * *

„სამყაროში, რომელშიც ვცხოვრობთ, ძალა ძლიერის მხარეზეა, იმის მხარეზეა, ვისაც ხელში ხმალი უჭირავს”.

* * *

„ჭკვიანი ის როდია, რომელიც არასოდეს ცდება. ჭკვიანია ის, ვინც ჩადენილი შეცდომის გამოსწორებას შესძლებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რაც უფრო მეტი ნისლია ხელქვეითთა თავში, მით უფრო ადვილია მათი მართვა”.

* * *

„ჭეშმარიტად, მხოლოდ მკაცრი გამოცდის ჟამს შეიძლება შეუმცდარად განსაზღვრო ადამიანის ფასი”.

* * *

„ვინ ვინ და ბრიყვები და არამზადები ყველგან საკმაოდაა”.

* * *

„არაა საჭირო დიდი გულთმისნობა, რომ მიხვდე უბრალო ჭეშმარიტებას: მორალურად განადგურებული, ფსიქოლოგიურად გასრესილი კაცი მებრძოლად არ ივარგებს”.

* * *

„ადამიანის ტანჯვა-წამებას დასასრული იმიტომ კი არ უჩანს, რომ სისასტიკეს ზღვარი არ გააჩნია, არამედ იმიტომ, რომ სიცოცხლე უძლეველია და ყველაზე უსუსურსა და ქანცგაცლილ ადამიანშიც კი ძნელია მისი უკანასკნელი ნაპერწკლის ჩაქრობა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>