ოსვენციმური „სიკვდილის ტანგო”
„სიკვდილის ფაბრიკად” წოდებული ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის დაარსების იდეა პირველად ბრესლაუში, ესესის ჯარებისა და პოლიციის მთავარსარდლის სამმართველოში ჩაისახა. აღნიშნულ სამმართველოს სათავეში ედგა ესესის გრუპენფიურერი – ერიხ ფონ დემ ბახზალევსკი. მისი მოადგილე კი გახლდათ ესესის ობერფიურერი, გესტაპოს ინსპექტორი – ვიგანდი. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ მან წამოაყენა პირველმა წინადადება სილეზიაში ძირფესვიანი სანიტარული წმენდის მიზნით განსაკუთრებული რეჟიმის უზარმაზარი საკონცენტრაციო ბანაკის შექმნისა. ბახზალევსკისა და ვიგანდის წინადადება მესამე რაიხის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა პერსონამ და ჰოლოკოსტის სულისშემძვრელ მოვლენებზე ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა პასუხისმგებელმა პირმა – ჰაინრიხ ჰიმლერმა მოიწონა. მათი წინადადებით მოხიბლულს უთქვამს კიდეც – ოსვენციმის ადგილზე მონათა უზარმაზარი ბანაკი უნდა გავაშენოო. შედეგად, ჰიმლერმა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის შექმნის ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო. მისი მოსაზრებით, ბანაკის ტერიტორიაზე უნდა განთავსებულიყო 3-4 მილიონი ტყვე, რომელთაგან არცერთ არ უნდა ეცოცხლა 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. გერმანელი ნაცისტების პირმშო ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი განთავსებული იყო 500 ჰექტარ ტერიტორიაზე. (ავტორი გენია.ჯი) იგი შედგებოდა სამი ძირითადი განყოფილებისაგან – „აუშვიცი I”, „აუშვიცი II” და „აუშვიცი III”. „სიკვდილის ფაბრიკის” ხელმძღვანელად ჰიმლერმა დანიშნა „უპორტფელო რაიხსმინისტრად” წოდებული პირსისხლიანი ჯალათი – რუდოლფ ჰიოსი, რომელიც რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, საკუთარ თავს „სანიმუშო ქრისტიანად” მიიჩნევდა.
ოსვენციმში პირველი 728 ტყვე გერმანელებმა პოლონეთიდან ჩაიყვანეს 1940 წლის 14 ივნისს. მათ წინაშე წარსდგა ბანაკის კომენდანტი – ჰესი, რომელმაც პოლონელი ტყვეებისადმი წარმოთქმული „მისასალმებელი მიმართვა” შემდეგი სიტყვით დაასრულა: „თქვენ იმყოფებით განსაკუთრებული რეჟიმის საკონცენტრაციო ბანაკში. აქედან თავისუფლებისაკენ მიმავალი ერთადერთი გზა კრემატორიუმის საკვამურზე გადის”.
ოსვენციმი, როგორღაც გამორჩეულად უყვარდა მიზანთროპ ჰიმლერს. იგი არაერთხელ ეწვია ბანაკს, სადაც ფეხით უყვარდა გავლა. ჰაინრიხი გულდასმით აკვირდებოდა ყველაფერს, რაც კი გზად ხდებოდა. „ჭეშმაროტად მხოლოდ ოსვენციმში ვისვენებო”, – უთქვამს ერთხელ მას, რაზეც კომენდატს მიუგია – „ჩვენთან მართლაც კარგიაო”. „ციკლონს ნუ დაზოგავთ. მას ახლა საკმარისად ვუშვებთ”; – „კრემატორიუმთა ნაყოფიერება მკვეთრად გაზარდეთ”, – ეს იყო სიტყვები, რომელთაც იგი კრემატორიუმებში სტუმრობის ჟამს თავის ქვეევრდომებს ეუბნებოდა.
ჰიმლერის ერთ-ერთ გაუგონარ ახირებად იქცა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ორკესტრის ჩამოყალიბება. ეს უჩვეულო ორკესტრი დაკომპლექტებული იყო ვირტუოზი მუსიკოსებისაგან, რომლებიც გერმანელმა ნაცისტებმა ოკუპირებული ევროპის დედაქალაქთა თეატრებიდან ჩაიყვანეს ბანაკში. ისინი უკრავდნენ ყოველდღე. მათ შორის მაშინაც კი, როდესაც უბედურ ადამიანებს კრემატორიუმებისაკენ მიერეკებოდნენ ჯალათები. რამდენიმე ხანში, პირადად ჰაინრიხ ჰიმლერმა შეუკვეთა ოსვენციმურ ორკესტრს მელოდიის დაწერა. და მათ დაწერეს კიდეც უნიკალური მელოდია, სახელწოდებით – „სიკვდილის ტანგო”, რომელიც თავის მხრივ, გესტაპოს შეფს ძალიან მოეწონა. აღნიშნული მელოდია სრულდებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ოსვენციმში მასობრივი სიკვდილით დასჯა და ეგზეკუცია მიმდინარეობდა. ამ სატანური ტანგოს ხმაზე ათეულ ათასობით ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ „სიკვდილის ტანგოდ” წოდებული მელოდიის ნოტები ნიურნბერგის საყოველთაოდ ცნობილ სასამართალო პროცესზე ერთ-ერთ ნივთიერ მტკიცებულებად იყო წარმოდგენილი. ტრიბუნალის დადგენილებით ნოტები განადგურებული იქნა, რათა მისი მელოდია ხალხის მასაში ფართოდ არ გავრცელებულიყო. მოგვიანებით, „სიკვდილის ტანგოს” ავტორი, ოსვენციმის ორკესტრის სხვა დანარჩენ წევრებთან ერთად იქნა დახვრეტილი გერმანელი ნაცისტების მიერ. – (ავტორი გენია.ჯი)
ჰაინრიხ ჰიმლერი ოსვენციმში
რუდოფ ჰიოსი (ოსვენციმის კომენდანტი)
ერიხ ფონ დემ ბახზალევსკი (ოსვენციმში საკონცენტრაციო ბანაკების დაარსების ინიციატორი)