ჯორჯ გორდონ ბაირონი – „ეპიზოდი”
გენიალური ინგლისელი რომანტიკოსი პოეტის - ჯორჯ გორდონ ბაირონის (1788-1824 წლები) ბიოგრაფების გადმოცემის თანახმად, ბრიტანელი რომანტიკოსების უმცროსი თაობის წარმომადგენელს დიდი წონის პრობლება ბავშვობიდანვე აწუხებდა. (ავტორი გენია.ჯი) „ზედმეტი სიმსუქნე” ბაირონს დიდ დისკომფორტს უქმნიდა, რის გამოც იგი მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში მკაცრ დიეტაზე იმყოფებოდა. სიმსუქნე პოეტს სიყმაწვილეშიც ერთობ აწუხებდა. 17 წლის ასაკში მყოფი ბაირონის სიმაღლე 172 სანტიმეტრი იყო, და ეს მაშინ, როდესაც მოზარდის წონა – 102 კილოგრამს შეადგენდა. გარდა ამისა, ცნობილია ისიც, რომ ინგლისელი ლიტერატორი შესამჩნევად კოჭლობდა. ის კი არა და, კოჭლობით უკიდურესად გაღიზიანებულმა ბაირონმა პირად ექიმთან ერთ-ერთი ვიზიტის დროს მას ფეხის ამპუტაცია მოსთხოვა, თუმცა მედიკოსისაგან შეთავაზებულ წინადადებაზე კატეგორიული უარი მიიღო. შედეგად, პოეტი სერიოზულად დაკავდა ცურვით. ამბობენ, რომ, მიუხედავად კოჭლობისა, ჯორჯს ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეეძლო 5 მილზე მეტი ანუ დაახლოებით 8 კილომეტრი მანძილის გაცურვაო. – (ავტორი გენია.ჯი)