ჯონ ევერეტ მილეს შესახებ…
„სახვითი ხელოვნების დაცემული ანგელოზი”, – ასე მოიხსენიებდნენ გენიალურ პრერაფაელისტ მხატვარს – ჯონ ევერეტ მილეს (1829-1896 წლები) მისი თანამედროვეები. (ავტორი გენია.ჯი) და მოიხსენიებდნენ მაშინ, როდესაც იგი დიდი ბრიტანეთის ხელოვნების სამეფო აკადემიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტს წარმოადგენდა; მოიხსენიებდნენ მაშინ, როდესაც მოზარდი მილეს ნამუშევრებით აღფრთოვანებული იყო თვით აკადემიის სახელგანთქმული პრეზიდენტი, დიდი ინგლისელი მხატვარი – მარტინ არჩერ ში; მოიხსენიებდნენ მაშინ, როცა 11 წლის ასაკში მყოფს აკადემიაში ჩაბარების პირველივე წელს მიანიჭა ჟიურიმ ვერცხლის მედალი: იგი ასეთი საპატიო ჯილდოსთვის ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, ძალიან პატარა; მოიხსენიებდნენ მაშინ, როდესაც სიცოცხლის ბოლო ჟამს მხატვარს ყველაფრით უზრუნვეყოფილი ოჯახი ჰქონდა, ჰყავდა 8 მომხიბლავი შვილი, კომფორტული დასვენების მიზნით ყოველწლიურად დადიოდა სათევზაოდ შოტლანდიის ულამაზეს ტბებზე, მიღებული ჰქონდა მსოფლიო გამოფენის ოქროს მედალი და სხვა სამი პრესტიჟული ორდენი, ევროპის მასშტაბით მინიჭებული ჰქონდა მრავალი ქვეყნის სამხატვრო აკადემიის საპატიო წევრობის სტატუსი და აყვანილი იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხში; მოიხსენიებდნენ მაშინ, როდესაც სწორედ მას ეკუთვნის რეკლამისათვის გამოყენებული პირველი ფერწერული გამოსახულება, სახელწოდებით – „საპნის ბუშტები”. თავის მხრივ, აღნიშნული ტილო რეკლამირებას უწევდა საპონს; მოიხსენიებდნენ მაშინ, როდესაც მისი თანამედროვეები ოპიუმის მოხმარებაში, საყვარლების გამოცვლაში, ფულის ხარჯვასა და ბოჰემურ ცხოვრებაში ლევდნენ თავიანთ დღეებს. (ავტორი გენია.ჯი) ის კი ამ დროს ინგლისის ელიტურ საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო მაღალ საფეხურზე მიიწევდა წინ; მოიხსენიებდნენ მაშის, როცა მილეს ნამუშევრების მუდმივ მუშტართა შორის იყვნენ – ლორდები, ბარონები, გრაფები, ჰერცოგები და მათი მეუღლეები; მოიხსენიებდნენ მაშინ კი, როდესაც იგი თავად ჩაუდგა პრეზიდენტის რანგში სათავეში დიდი ბრიტანეთის სამხატვრო სამეფო აკადემიას.
ახალგაზრდა მხატვართა რადიკალური ჯგუფის – „პრერაფაელისტების საძმოს” წევრი მილე, ჭეშმარიტი ვურდენკიდი იყო. მისი უნიკალური ტალანტი სტუდენტებში უსაზღვრო შურს იწვევდა. ისინი მილეს დაცინვით – „პაწიას” ეძახდნენ. მათი ზიზღი იმდენად დიდი იყო მის მიმართ, რომ ერთხელ ჯონი წინდებითაც კი ჩამოჰკიდეს ფანჯარაზე. წლების გასვლასთან ერთად იზრდებოდა კრიტიკა ამბიციური პრერაფაელისტებისა და მილეს მიმართ. ევერეტის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კრიტიკოსს, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, მსოფლიო კლასიკოსი და ინგლისური ლიტერატურის ტიტანი – ჩარლზ დიკენსი წარმოადგენდა. ჩარლზი აკრიტიკებდა არა მხოლოდ მილეს მხატვრულ შესაძლებლობებს, არამედ ფერმწერის მიერ სურათებისთვის შერჩეულ მოდელ მანდილოსნებსაც კი, რომელთაც იგი, რატომღაც „ურჩხულებად” მოიხსენიებდა.
საბოლოო შეფასება კი, ამ გენიალურ შემოქმედს მისმა ბიოგრაფებმა და შთამომავლებმა მისცეს, რომლებმაც „სახვითი ხელოვნების დაცემულ ანგელოზად” წოდებულ – ჯონ ევერეტ მილეს უწოდეს – „ტიპიური ინგლისელი, საუკეთესო გაგებით, ყველა თავისი ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობებით. შესაძლებლობებით, რომლებმაც ჩვენს ერს მისცა საშუალება მსოფლიოზე ავმაღლებულიყავით”. – (ავტორი გენია.ჯი)