შარლ პიერ ბოდლერის შესახებ…
მსოფლიო ლიტერატურის ფრანგი კლასიკოსის - შარლ პიერ ბოდლერის დაბადების დღეს (1821 წლის 9 აპრილი), მომავალი მწერლის მამა, დიდი ფრანგული რევოლუციის ერთ-ერთი მონაწილე – ჟოზეფ-ფრანსუა ბოდლერი – 62 წლის ასაკში იმყოფებოდა, ხოლო დედა – კეროლაინ დეფაიე კი – 27 წლის ასაკში. შესაბამისად, ბოდლერის მამა დედაზე მთელი 35 წლით უფროსი იყო. (ავტორი გენია.ჯი) სიმბოლიზმისა და დეკადანსის ერთ-ერთ ფუძემდებელს, რომლის კრებულმა – „ბოროტების ყვავილები”, თავის დროზე უდიდესი როლი ითამაშა მსოფლიო პოეზიის განვითარებაში, მკვლევარები თავისი ეპოქის ყველაზე ოდიოზურ ფიგურად მიიჩნევენ. მისი ხანმოკლე სიცოცხლე (სულ რაღაც 46 წლის ასაკში გარდაიცვალა) აღსავსე იყო გახმაურებული სკანდალებითა და ექსცენტრიული გამოსვლებით. სუსტი სქესის წარმომადგენელთა მიმართ განსაკუთრებული გატაცება, დიდი ვალები და ბოჰემური წესით ცხოვრება ბოდლერს ლუი დიდის კოლეჯიდან გარიცხვად დაუჯდა. 15 წლის ასკაში მყოფი შარლი პარიზის საროსკიპოების ხშირი სტუმარი იყო. იმისათვის, რომ ქალებთან დრო გაეტარებინა, ყმაწვილი ბოდლერი ხშირად სესხულობდა ფულს ამხანაგებისაგან. მწერლის ცხოვრებაში იყო ისეთი პერიოდიც, როდესაც მან თვითმკვლელობის ჩადენა სცადა. თავის მხრივ, ამის მიზეზი იყო შარლის ოჯახის კატეგორიული უარი ბოდლერი დაქორწინებულიყო თავის მუზაზე და ცნობილ ფრანგ მსახიობ ქალზე – ჟანა დიუვალიეზე.
„ჰაშიშისტების კლუბის” წევრობა მოწმობს იმაზეც, რომ შარლ პიერ ბოდლერი ჰაშიშის მოყვარული და ხშირი მომხმარებელი იყო. ღვინისა და ჰაშიშის მოყვარულმა პოეტმა დაწერა კიდეც ესეები – „ღვინო და ჰაშიში” და „პოემა ჰაშიშზე”, რომლებშიაც დაწვრილებით აღწერა კანაბინოიდების ზემოქმედება ადამიანის ცნობიერებაზე. ავი ენები იმასაც ამბობდნენ, ბოდლერი ჰაშიშზე ხშირად ოპიუმს მოიხმარდაო. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ, რაც მან 1857 წელს გამოაქვეყნა ლექსების კრებული – „ბოროტების ყვავილები”, იგი დადანაშაულებული იქნა ღვთისგმობასა და მკრეხელობაში, რის გამოც სახელმწიფომ 300 ფრანკით დააჯარიმა. ცენზურამ კი კრებულიდან ექვსი ყველაზე „უხამსი” შინაარსის ლექსი ამოიღო.
პარიზში განთვსებულ ერთ-ერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 1867 წლის 31 აგვისტოს გარდაცვლილი შარლ პიერ ბოდლერი დაკრძალული იქნა მონპარნასის სასაფლაოზე მისთვის საძულველი მამინაცვალის გვერდით. მის საფლავის ქვაზე გაკეთებული იქნა ეპიტაფია – „გერი გენერალ ჟაკ ოპიკისა და ვაჟი – კეროლაინ არშანბო-დეფაიესი. გარდაიცვალა პარიზში 1867 წლის 31 აგვისტოს 46 წლის ასაკში”. ის რომ, ბოდლერი პოეტი იყო (და თან, როგორი პოეტი), ეპიტაფიაში ერთი სიტყვითაც კი არ არის მოხსენიებული. – (ავტორი გენია.ჯი)