რეი ბრედბერი – „ეპიზოდი”
საყოველთოად ცნობილი რომანის – „ლოლიტას” რუსი ავტორის – ვლადიმერ ნაბოკოვის მსგავსად (იგი ყველგან მის საყვარელ მეუღლეს – ვერას დაჰყავდა ავტომანქანით), ავტომობილის მართვის მოწმობის აღებისაგან და ავტომობილის მართვისაგან შეგნებულად იკავებდა თავს დიდი ამერიკელი მწერალი – რეი დაგლას ბრედბერი (1920-2012 წლები). (ავტორი გენია.ჯი) თუმცა იგივე ნაბოკოვისაგან განსხვავებით, იგი ერთადერთი მწერალი იყო, ვინც საჯაროდ მოუწოდებდა ადამიანებს – არ ემგზავრათ ავტომობილით. ამ უნიკალური სატრანსპორტო საშუალების მიმართ ერთგვარი ფობია და სიძულვილი მწერალს 16 წლის ასაკში გაუჩნდა. „მე შევესწარი ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ბარბაცით მივდიოდი სახლში და ხეებსა და კედლებს ვეყრდნობოდი, რათა ნანახით თავზარდაცემული სადმე არ წავქცეულიყავი. სრული ნახევარი წელიწადი დამჭირდა აზრზე მოსასვლელად… ამიტომაც თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ავტომობილი ჩვენი საზოგადოებისათვის ყველაზე საშიში იარაღია. მათ გაცილებით მეტი სიცოცხლე მიაქვთ, ვიდრე ომებს”. – წერდა მოგვიანებით რეი დაგლას ბრედბერი, რომელიც ისე გამოეთხოვა წუთისოფელს, რომ არასოდეს მჯდარა ავტომანქანის საჭესთან. – (ავტორი გენია.ჯი)