პავლე ტრეტიაკოვი – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, სახელგანთქმულმა რუსმა მეწარმემ და კოლექციონერმა – პავლე ტრეტიაკოვმა ათწლეულების განმავლობაში მის მიერ დიდი რუდუნებით შექმნილი ხელოვნების გალერეა დიდსულოვნად უსახსოვრა სახელმწიფოს. (ავტორი გენია.ჯი) თავის ანდერძში ფილანტროპმა ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობად დააყენა ის, რომ ტრეტიაკოვის გალერეაში შესვლა ნებისმიერი მსურველისათვის უფასო ყოფილიყო. სამწუხაროდ, რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყნის კულტურისა და ხელოვნებისათვის დამაშვრალი კოლექციონერის უკანასკნელი თხოვნა იმთავითვე არად ჩააგდო და მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე რუსული ხელოვნების მუზეუმში შესვლა ფასიანი გახადა. დღესდღეობით, ტრეტიაკოვის გალერეაში სტუმრობა ვიზიტორს – 500 რუსული რუბლი უჯდება. – (ავტორი გენია.ჯი)
ტრეტიაკოვის გალერეის ცენტრალური შესასვლელი