ჟოან მირო – „ეპიზოდი”
„ჩემთვის შიმშილი გახდა შესანიშნავი წყარო ჰალუცინაციებისათვის. ხშირად, მშიერი, სკამზე ვჯდებოდი და დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი კედლებს, ვცდილობდი დამეჭირა ის ფორმა, რომელიც დავინახე, რათა შემდგომ ისინი ქაღალდზე ან ტილოზე გადამეტანა”. – ამ სიტყვების ავტორი გახლდათ დიდი ესპანელი მხატვარი, სკულპტორი და გრაფიკოსი – ჟოან მირო (1893-1983 წლები), რომელიც მისი ბიოგრაფების მტკიცებით, ერთობ მოკრძალებულ და მორცხვ პიროვნებას წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ის რომ, სტუდენტობის პერიოდში მირო უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობდა, ისიც მოწმობს, რომ ახალგაზრდა ხელოვანის უმთავრესი საკვები უმეტესწილად მხოლოდ – ფინიკის პალმის ნაყოფი იყო. „რადგანაც ღარიბ-ღატაკი ვიყავი, კვირაში ერთხელ ვნაყრდებოდი ადამიანურად, სხვა დღეებში კი ფინიკის პამის ჭამით ვიკლავდი შიმშილს. ეს იყო ჩემი ცხოვრების უმძიმესი წლებიო”, – ხშირად შეუნიშნავს მას. ხელოვანი, რომელიც ყოველთვის უხერხულად და მორიდებულად გრძნობდა თავს, როდესაც აქებდნენ და კომპლიმენტებს უძღვნიდნენ, წყობილებიდან მაინც გამოჰყავდა მისთვის ერთ მნიშვნელოვან გარემოებას: მირო მაშინ რისხდებოდა განსაკუთრებით, როდესაც მისი წიგნებით სავსე უნიკალურ ბიბლიოთეკაზე ჩამოფარებული ფარდის აწევას შეეცდებოდა ვინმე. წიგნების მოყვარული მხატვარი ძალიან უფრთხილდებოდა ბიბლიოთეკაში დაცული დიდი ფორმატის მქონე სქელ წიგნებს, იგივე – ფოლიანტებს, რადგან კარგად უწყოდა, რომ დღის შუქს გამანადგურებელი ზემოქმედება ძალუძდა მათზე. – (ავტორი გენია.ჯი)