ალფონს მარია მუხა – „ეპიზოდი”
გამოჩენილ ჩეხ არტ-ნუვოს სტილის მიმდევარ მხატვარსა და ილუსტრატორს – ალფონს მარია მუხას (1860-1939 წლები) ერთი ფრიად საინტერესო თვისება ახასიათებდა: ყოველ ჯერზე, როდესაც იგი სახლიდან გარეთ გადიოდა, ბინის შესასვლელზე ცარცთან ერთად ჰკიდებდა მის მიერ სპეციალურად დამზადებულ ხის დაფას, რომელზედაც შემდეგი სახის წარწერა იყო დატანილი: „მუხა მალე დაბრუნდება”. (ავტორი გენია.ჯი) სხვა შემთხვევებში კი, იგი სახლში დაბრუნების ზუსტ დროს მიუთითებდა მასზე. გარდა ამისა, აღნიშნული დაფა შეიცავდა ცარიელ გრაფებსაც, რომლებზედაც იმ სტუმრებს, რომელთაც მასპინძელი სახლში არ დახვდათ, შეეძლოთ ცარცით დაეწერათ თავიანთი ვინაობები და ის, რა მიზნითაც იყვნენ ისინი ალფონსთან ბინაზე სტუმრად მისულნი. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ეს საინტერესო დეტალი დღემდეა წარმოდგენილი პრაღაში განთავსებული ჩეხი ხელოვანის სახელობის მუზეუმში, თუმცა იმ განსხვავებით, რომ მასზე მუხას სახლში დაბრუნების თარიღი მითითებული არ არის. – (ავტორი გენია.ჯი)