ლევ ტოლსტოი & სოფია ბერსი
ერთობ მკაცრი მორალური პრინციპების მქონე მსოფლიო ლიტერატურის რუსი კლასიკოსი – ლევ ტოლსტოი (1828-1910 წლები) რუსეთის იმპერიის განათლების პირველი მინისტრის – პეტრე ზავადოვსკის 18 წლის ასაკში მყოფ შვილთაშვილზე – სოფია ბერსზე 34 წლის ასაკში დაქორწინდა. (ავტორი გენია.ჯი) ახლადშერთულ მეუღლეს ლიტერატორმა ყოველგვარი რიდის გარეშე გადასცა წასაკითხად თავისი დღიური, რომელშიაც გულღიად იყო აღწერილი ის, თუ, როგორ აცდუნებდა ხოლმე ტოლსტოი სასტუმროში მომსახურე მანდილოსნებს. გარდა ამისა, დღიურის წაკითხვის შედეგად ახალგაზრდა გრაფინიამ ისიც დაადგინა, რომ მისი მექალთანე მეუღლე ხშირად სარგებლობდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალების მომსახურებით და საროსკიპოების ხშირი სტუმარიც იყო. ამ ჩანაწერებმა გრაფინიას შოკი მოჰგვარა, თუმცა, როგორც შემდგომში გაირკვა, ეს მხოლოდ ყვავილები” იყო.
საშინელი ხასიათის მქონე ტოლსტოის არაფერი მოსწონდა, რასაც კი მისი მეუღლე აკეთებდა. ამის გამო იგი ხშირად ექცეოდა კრიტიკის ქარცეცხლში. ერთხელ, ცოლ-ქმარს შორის წარმოშობილ კონფლიქტს ტოლსტოების სახლში არსებული მრავალრიცხოვანი ჭურჭელი შეეწირა. თუმცა ჭურჭელი ჭირსაც წაუღია… ნერვიულობის ნიადაგზე ფეხმძიმე ქალს მუცელი მოეშალა.
ის, რომ სოფია საკუთარ თავს ადანაშაულებდა ვნებიანი ქმრის სექსუალური მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობაში, დიდ გაკვირვებას იწვევდა ბერსის მეგობრებში.
ტოლსტოის მეუღლეს საწო განსაკუთრებით ქმრის იმ გადაწყვეტილებებმა წარუკვეთა, რომელთა მიხედვითაც ლევმა უარი განაცხადა გრაფის საპატიო ტიტულზე, უარი განაცხადა ყოველგვარ სიმდიდრეზე და თავისი უკვდავი ნაწარმოებებიდან ჰონორარების მიღებაზე. შედეგად მან თვითმკვლელობის ჩადენა იმავე მეთოდით სცადა (მატარებლის რელსებში ჩავარდნა), რა მეთოდითაც გამოეთხოვა სიცოცხლე მისი მეუღლის ერთ-ერთი ყველაზე პოლულარული ნაწარმოების – „ანა კარენონას” მთავარო გმირი იკლავს თავს რომანის დასასრულს.
მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, ტოლსტოების წყვილმა 48 წლის განმავლოვბაში მაინც ერთად თანაიცხოვრა. – (ავტორი გენია.ჯი)