ერნან კორტესი – „ეპიზოდი”
სიკვდილით დასჯის წინ აცტეკთა იმპერიის უკანასკნელ უზენაეს მმართველს – კუაუტემოკს, თავისი ქვეყნის დამპყრობლისა და გამანადგურებლის, საყოველთაოდ ცნობილი ესპანელი კონკისკადორისათვის – ერნან კორტესისათვის (1485-1547 წლები) ერთგვარად უწინასწარმეტყველებია – „შენ ამისათვის ღმერთი უცილობლად დაგსჯისო”. (ავტორი გენია.ჯი) აცტეკების იმპერიის უკანასკნელი ტლატოანის (მმართველის) წინასწარმეტყველება ახდა, თუმცა ახდა კორტესის გარდაცვალების შემდეგ. როგორც ცნობილია, 62 წლის ასაკში მყოფი ესპანელი კონკისკადორი, რომელმაც სამშობლოში 28, ხოლო „ახალ მსოფლიოში” კი 34 წელიწადი გაატარა თავისი ცხოვრებისა, 1547 წლის 2 დეკემბერის სამშაბათ საღამოს გარდაიცვალა. თავდაპირველად მისი ცხედარი დაკრძალული იქნა ესპანურ ქალაქ სევილიაში. თუმცა მოგვიანებით ერნანის ნეშტი მექსიკაში გადაასვენეს, სადაც დაასაფლავეს კიდეც. და სწორედ მას შემდეგ დაიწყო კუაუტემოკის წინასწარმეტყველების ახდენა. ჯერ იყო და , საფრთხის თავიდან ასაცილებლად მექსიკის ხელისუფლებამ კორტესის ნეშტი რამდენჯერმე ამოიღო საფლავიდან და რამდენჯერმევე გადაასაფლავა სხვადასხვა სასაფლაოზე. იყო შემთხვევები იმისა, როდესაც ადგილობრივმა მოსახლეობამ მათთვის საძულველი ესპანელი კონკისკადორის საფლავის იავარქმნა და მისი ნეშტის შეურაცხყოფა ეცადა. ის კი არა და, გამძვინვარებული ბრბო რამდენჯერმე შეეცადა კორტესის ნეშტის დაწვას. მოგვიანებით აცტეკთა იმპერიის გამანადგურებლის ნეშტი საერთოდ გაუჩინარდა, თუმცა 1946 წელს იგი აღმოჩენილი და გადაგზავნილი იქნა ლაბორატორიაში შემდგომი კვლევების ჩასატარებლად. ასე რომ, სიმშვიდე ერნან კორტესს, ამ თავზეხელაღებულ და მამაც კონკისკადორს, არც სიკვდილის შემდეგ ღირსებია. – (ავტორი გენია.ჯი)