სადამ ჰუსეინი – „ეპიზოდი”
ერაყის ექს-დიქტატორი – სადამ ჰუსეინი (1937-2006 წლები), რომელიც შემდგომში სიკვდილით იქნა დასჯილი, გემრიელი კერძების დიდი მოყვარული კი იყო, თუმცა დასავლური ქვეყნების ეროვნული კერძებით დანაყრებაზე მაინც კატეგორიულად აცხადებდა უარს ყოველთვის. (ავტორი გენია.ჯი) გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გურმანი პრეზიდენტი ხშირად ხდებოდა იძულებული მკაცრი დიეტა დაეცვა. სადამის დიეტა ძირითადად შედგებოდა – შემწვარი წიწილით, სუპებითა და ბოსტნეულით. იმ შემთხვევაში, თუ დიეტაზე არ იმყოფებოდა, სადამს უყვარდა არა მხოლოდ თევზის მირთმევა, არამედ თევზაობაც. აკი ერაყის ექს-დიტატორს განსაკუთერებით სწორედ რომ თევზისაგან დამზადებული კერძი, სახელწოდებით – „მასგუფი” უყვარდა. ცნობილია, რომ აღნიშნული კერძის რეცეპტი გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რამ, რაც ისრაელში ჩაიტანეს ერაყელმა ებრაელებმა. „მასგუფი”-ს რეცეპტი ბაღდადში მაცხოვრებელმა ებრაელებმა ძალიან დიდი ხნის წინ შეიმუშავეს. ძველი გადმოცემები გვამცნობენ, რომ ერაყელი იუდეველები ხშირად გადიოდნენ ოჯახებითურთ თევზით მდიდარი მდინარე ტიგროსის სანაპიროებზე, რათა „თევზი ბაღდადურად” წოდებული „მასგუფი”-ს დამზადებისათვის საჭირო რაოდენობის თევზი დაეჭირათ და ლაღი ლხინი გაემართათ. გარდა ამისა, სადამის ერთ-ერთ საინტერესო კულინარიულ მისწრაფებას წარმოადგენდა აქლემის ცივი რძე, რომელსაც იგი ხშირად მოიხმარდა. ჰუსეინი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ სწორედ აქლემის ცივ რძეს ძალუძდა შეუდარებელი სითეთრე და ბრწყინვალება მიენიჭებინა კბილებისათვის. – (ავტორი გენია.ჯი)
„მასგუფი”