ჯონ უილიამ უოტერჰაუსი – „ეპიზოდი”
„უკანასკნელ პრერაფაელისტად” წოდებული გენიალური ინგლისელი მხატვრის - ჯონ უილიამ უოტერჰაუსის (1849-1917 წლები) ბიოგრაფია ძალიან განსხვავებულია XIX საუკუნის რომანტიკოსების სკანდალებით აღსავსე ბიოგრაფიებიდან. (ავტორი გენია.ჯი) თუ კი სხვა გენიალური პრერაფაელისტები უმეტეს შემთხვევებში სასიყვარულო რომანებს აბამდნენ მენატურე ქალებთან, რაც თავის მხრივ, მათ ხშირად ხვევდა ხოლმე სკანდალებსა და რიგ უსიამოვნებებში, მოკრძალებულ უოტერჰაუსს არასოდეს მიუცია საკუთარი თავისთვის უფლება საეჭვო ურთიერთობები დაემყარებინა მათთან. ის კი არა და, ხელოვანს ელემენტარული ფლირტიც კი არ ჰქონია იმ მენატურეებთან, რომლებიც მან თავის შედევრ-ტილოებზე გამოსახა. შესაბამისად, ხელოვანი არასოდეს არ ყოფილა რაიმე სკნადალსა და უსიამოვნებაში გახვეული. იგივე პრერაფაელისტი გენიოსებისაგან განსხვავებით, რომელთა დამოკიდებულება მენატურე ქალებთან უმეტესწილად ერთობ დამამცირებელი და აგდებული გახლდათ, დიდბუნოვანი ინგლისელი ფერმწერი ამ მშვენიერი გარეგნობის ქონე მანდილოსნებს ძალიან გულისხმიერად და დიდსულოვნად ეპყრობოდა. უოტერჰაუსის მიერ მათდამი გამოვლენილ ღრმა პატივისცემას თავად მისი მენატურე ქალებიც მკაფიოდ უსვამდნენ ხაზს. ცნობილია ისიც, რომ უილიამის ერთ-ერთ მენატურეს – მიურიელ ფოსტერთან, მერი ლოიდთან, გვენდოლინ განთან და სხვა მოდელებთან ერთად, მხატვრის ღვიძლი დაც წარმოადგენდა. – (ავტორი გენია.ჯი)