ჯეინ ოსტინი – „ეპიზოდი”

დიდმა ინგლისელმა მწერალმა ქალმა, სატირიკოსმა და ბრიტანულ ლიტერატურაში რეალიზმის წინამორბედმა – ჯეინ ოსტინმა (1775-1817 წლები) თავისი პირველი ლიტერატურული ნაწარმოები, პაროდიული კომედია, სახელწოდებით – „სიყვარული და მეგობრობა”, ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში დაწერა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად წლების გასვლისა და პოპულარობის მოპოვებისა, მის შემოქმედებას მაინც ყოველთვის თან გასდევდა მსუბუქი ინგლისური იუმორი. ასეთი სტილით წერის შეცვლა ინგლისელ ლიტერატორ ქალს, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, მისი შემოქმედების ერთ-ერთმა დიდმა თაყვანისმცემელმა, თვით დიდი ბრიტანეთის სამეფოს მეფემ – ჯორჯ მეოთხემ ურჩია. იგი ჯეინს მოუწოდებდა, რომ შემდგომში სერიოზულად დაკავებულიყო ისტორიული ჟანრის ნაწარმოებების წერით. ჯეინ ოსტინი შეუვალი აღმოჩნდა: მის შემოქმედებით მუშაობაში ჩარევა, თუნდაც ის გვირგვინოსანი ყოფილიყო, მისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო.

„თუ ჩემთვის შეუძლებელი აღმოჩნდა ერთხელ მაინც დავცინო საკუთარ თავს და სხვებს, დარწმუნებული ვარ, რომ ნაწარმოების პირველივე ნაწილის დაწერის შემდეგ სასოწარკვეთილებისაგან ჩამოვიხრჩობ თავს. შესაძლოა, წარუმატებლობებიც მელოდეს გზაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ,  წარუმატებლობები კიდევ უფრო დიდი იქნება ჩემი წერის სტილის შეცვლის შემთხვევაში”. – ასეთი სახის წერილი გაგუგზავნა საპასუხოდ მონარქს თავისი პრინციპული ხასიათით ცნობილმა მწერალმა ქალმა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>