ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი – „ეპიზოდი”
„არისტოკრატი, განკვეთილი თავის მსგავსთაგან”. – ასე მოიხსენიებდა საკუთარ თავს გენიალური ფრანგი პოსტიმპრესიონისტი მხატვარი და გრაფიკოსი – ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი (1864-1901 წლები). (ავტორი გენია.ჯი) მისი ბიოგრაფები ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ ხელოვანს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა მსუბუქი ყოფაქცევის მქონე ქალბატონების წრეში ტრიალი: საროსკიპოების ხშირ სტუმარს ძალიან უყვარდა მათთან ბანქოს თამაში; ისინი არაერთხელ წაუყვანია თავის სამხატვრო სტუდიაში. გარდა სამხატვრო სტუდიისა, ერთობ ხელგაშლილი მხატვარი, ხშირად, „სიყვარულის ქურუმ ქალებს” ძვირადღირებულ რესტონებში უმასპინძლდებოდა და ამასთანავე, ანებივრებდა ძვირფასი საჩუქრებითაც. მიუხედავად მაღალი სოციალური სტატუსისა, ფიზიკური ნაკლის გამო ხელოვანი მაინც არაერთხელ გამხდარა დაცინვის ობიექტი. ამ გარემოებით გულმოკლულ მხატვარს ხშირად შეუნიშნავს კიდეც, რომ მისი მეძავებთან სიახლოვე განპირობებული იყო თავისი ფიზიკური მდგომარეობითა და სულიერი სიღატაკით. შედეგად, ანრიმ ერთგვარი თავშესაფარი ჰპოვა მათში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფრანგი მხატვარი ძალიან დაუახლოვდა მათ. ის კი არა და, ავი ენები იმასაც ამბობდნენ – ლოტრეკისათვის მეძავები მეორე ოჯახის წევრებად იქცნენო. – (ავტორი გენია.ჯი)