„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„რასაც ეძებ, გულმოდგინედ ეძებე და რასაც პოვებ, გონივრულად გამოიყენე”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ვისაც განდეგილობა აბუჩად აუგდია, მან არ უწყის, რა არის სულის სიმშვიდე”.

* * *

„შიმშილი ლომსაც კი აიძულებს შორს გადაიხვეწოს”.

* * *

„სიყვარულის ცეცხლი სიმწრის ოფლსაც ადენს ხოლმე ადამიანს, მაგრამ ჯერ არავის უთქვამს უარი ტრფობის ნექტარზე”.

* * *

„ღმერთო, დამიფარე მეფის სიახლოვისა და ჯალათის რისხვისაგან!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„უდაბნოში მოგზაურისათვის ღამე გრძელია, მაგრამ გაყრილ მიჯნურთათვის ის საუკუნეზე უგრძესია”.

* * *

„ერთი შეხედვით უმნიშვნელო საქმეს დროთა განმავლობაში შეიძლება სავალალო შედეგი მოჰყვეს”.

* * *

„თუ პატარა საქმე და სუსტი მტერი აბუჩად აიგდე, ისეთ ხიფათს შეგყრის, რომლის წარმოდგენაც კი ძნელია და რომლის დაძლევაც შემდეგ შეუძლებელი გახდება”.

* * *

„სიყვარულის ამბავი ყოველთვის სავსეა ცრემლებით”.

* * *

„ჩემს სათქმელს მე განკითხვის დღეს ვიტყვი, როცა მკვდრეთით აღსდგებიან მიცვალებულნი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება