კარლ ბრიულოვი – „ეპიზოდი”
გენიალური რუსი მხატვრისა და მონუმენტალისტის – კარლ ბრულოვის (1799-1852 წლები) შემოქმედების თაყვანისმცემელთა შორის ერთ-ერთ საპატიო ადგილს თვით რუსეთის იმპერატორი – ნიკოლოზ I რომანოვი იკავებდა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ვერ უგებდნენ რიგ საკითხებში ერთმანეთს. შედეგად, მხატვარსა და მონარქს შორის კარგი ურთიერთობა ვერა და ვერ ჩამოყალიბდა. ნიკოლოზის სურვილს წარმოადგენდა, რომ მისი პორტრეტი ბრიულოვის ფუნჯს დაეხატა. ეს გარემოება ფერმწერისთვის კარგად იყო ცნობილი, თუმცა გადიოდა დრო და იგი მაინც არ ჩქარობდა იმპერატორის მითითების შესრულებას – დაეხატა ნიკოლოზ I-ის პორტრეტი. ხანგრძლივი პერიოდის გასვლის შემდგომ, როგორც იქნა მხატვარმა მოიღო პატივი და საიმპერატორო სასახლეს ესტუმრა. თუმცა ბრიულოვს აღნიშნული ვიზიტი ნიკოლზთან წინასწარ არ შეუთანხმებია. შედეგად მას იგი სასახლეში არ დაუხვდა. ლოდინით გაღიზიანებულმა მხატვარმა, რომელიც ისედაც იკავებდა თავს მონარქის პორტრეტის დახატვისაგან, მარჯვე შემთხვევით ისარგებლა, არად ჩააგდო მასთან შესახვედრად თვით გვირგვინოსანი რომ მოისწრაფვოდა და სასახლე მის მოსვლამდე დატოვა. შესაბამისად, კარლ ბრიულოვს, ნიკოლოზ პირველის მმართველობის ხანის ერთ-ერთ საუკეთესო რუს ფერმწერს, იმპერიის მბრძანებლის პორტრეტი არათუ არ დაუხატავს, არამედ მასზე მუშაობაც კი არ დაუწყია. – (ავტორი გენია.ჯი)