ივანე აივაზოვსკი – „ეპიზოდი”

არის ცნობები იმის შესახებ, რომ სომხური წარმომავლობის მქონე სახელოვანი რუსი მხატვარ-მარინიტი – ივანე აივაზოვსკი (1817-1900 წლები) ერთობ მწყრალად იყო განწყობილი წიგნების წაკითხვის მიმართ. (ავტორი გენია.ჯი) იგი არა მხოლოდ უცნობი ავტორების მიერ შეთხზულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს არ კითხულობდა არასდროს, არამედ მისი უახლოესი მეგობრის, გენიალური რუსი მწერლის – ნიკოლოზ გოგოლის შემოქმედებასაც კი არ ავლებდა ხოლმე თვალს. იმ მეგობრისა, რომლის საცხოვრებელ სახლსაც აივაზოვსკი მოფერებით – „ჩემს კელიას” უწოდებდა. ყირიმში ყოფნის ჟამს მხატვარი ანტონ ჩეხოვს გაეცნო. მისი გადმოცემის თანახმად, ყოველ ჯერზე, როდესაც ივანეს რაიმე წიგნის წაკითხვას ურჩევდნენ მეგობრები, წიგნის მოძულე ხელოვანის პასუხი ასეთი იყო: „რაში მჭირდება წიგნების კითხვა, როდესაც მე ჩემი, საკუთარი აზრი გამაჩნია?” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>