კარავაჯო – „ეპიზოდი”
ერთობ ფიცხი ხასიათის მქონე გენიალური იტალიელი მხატვრისა და XVII საუკუნის ევროპული სახვითი ხელოვნების რეფორმატორის – მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯოს (1571-1610 წლები) მიერ მოწყობილ სკანდალებსა და დებოშებს ბოლო არ უჩანდა. (ავტორი გენია.ჯი) „ერთხელ კარავაჯომ იჩხუბა…” – ხშირად გაიგონებდით ხალხში მის შესახებ და, მართლაც, იმ მრავალრიცხოვან ადამიანებს შორის, რომლებთანაც ოდესმე ჩხუბი მოსვლია მილანელ ტიტანს, ვის არ შეხვდებოდით – სასულიერო პირებს, კოლეგებს, შემკვეთებს, მენატურეებს, პედაგოგებს, მის მიერ დაქირავებული ბინების მეპატრონეებს, საყვარლებს და ასე შემდეგ. ამიტომაც უკვირდა ყველას, როგორ ასწრებდა და ნახულობდა დროს მუდმივ დავი-დარაბებში ჩართული ხელოვანი შედევრი-სურათების შექმნას.
ერთხელ კარავაჯოს თავის ძმასთანაც (სასულიერო პირთან) მოუვიდა სერიოზული კონფლიქტი, სავარაუდოდ, მემკვიდრეობის გაყოფის თაობაზე. ღვიძლ ძმებს შორის დაწყებულმა კონფლიქტმა იმდენად სერიოზული სახეც კი მიიღო, რომ რომში მყოფმა მხატვარმა თავის მფარველ კარდინალს – დელ მონტეს განუცხადა – „მე არავითარი ძმა არ მყავსო”. – (ავტორი გენია.ჯი)