პატარა ლექსები „სინდბად-ნამე”-დან…

„ქათქათა კაბას თუ დააჩნდა ცოდვის ლაქები,

ყველა მიხვდება, რომ საქმე ჰქმენ არასაქები”.

* * * * * * *

„რას დაინახავ, ჩაფლული ხარ კისრამდე მტვერში,

ჯერ მტვერი დაცხრეს, მერე ნახე, ვინ გიდგას გვერდში”.

* * * * * * *

„ასე ყოფილა წუთისოფლის გაწამაწია,

ხან გამიღიმა, ხანაც შავი დღე დამაწია”.

* * * * * * *

„ღმერთმა ეს ჩვენი ბედისწერა ასე მოაწყო, -

სიცილს ტირილი და ცრემლს ხშირად შვება მოაქვსო”.

* * * * * * *

„ზოგი ფრინველი ბუდედ ირჩევს გვირგვინს მეფისას,

ზოგს კი ნანგრევთა ნაპრალებიც აღარ ეღირსა”.

* * * * * * *

„სულელ მეგობარს გირჩევნოდეს მძვინვარე მტერი,

ბრიყვი მოყვარე ურგებია, ვით ფეხის მტვერი”.

* * * * * * *

„რაც დღეს გეკუთვნის, გაისარჯე, შეირგე მალე,

რისი კეთებაც უკვე გვიან იქნება ხვალე”.

* * * * * * *

„იყავ გულუხვი და ამრავლე ქვეყნად სიკეთე,

ასე აჯობებს, თუ გსურს გქონდეს ტკბილი სიბერე”.

* * * * * * *

„ვირსაც რომ ოქრო ჰყვარებოდა, რა იქნებოდა?

ალბათ ქვეყანა ყროყინის ხმით დაიქცეოდა”.

* * * * * * *

„ის მტერი, შენ რომ მტლად მიგაჩნდა, ურჩხულად იქცა,

მალე მოაშთე, თორე ხედავ, ფუძე დაიქცა,

თუ გსურს როგორმე აიცილო საფრთხე თავიდან,

არცერთი მტერი არ გამოგრჩეს სათვალავიდან”.

კომენტარის დატოვება