„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ჭკვიანი კაცი არ დასახლდება იქ, სადაც არ არის ხუთი რამ: მკაცრი, მაგრამ სამართლიანი მეფე; ანკარა წყალი და ნაყოფიერი ნიადაგი; გამოცდილი და თავდაჭერილი ვეზირები; მარჯვე და გულისხმიერი დასტაქრები და გულუხვი მფარველები”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„გონიერი კაცი მეფეთა საიდუმლოს ცოდნას არ შეეცდება”.

* * *

„ნანატრი ყოველთვის არ გვიჩვენებს თავის სახეს”.

* * *

„ყოველი აუსრულებელი პირობა უწყლო ღრუბელია, ბლაგვი მახვილია, უნაყოფო ხეა”.

* * *

„ამბობენ: ათასგზის სიჩუმე არჩია და ბოლოს მაინც ტყუილი თქვაო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ნათქვამია: თუ ხელი არ გემორჩილება, უნდა მოიკვეთოო”.

* * *

„ვინც სიყვარულის საიდუმლოს ვერ ამოიცნობს, კაცი კი არა ცხოველია”.

* * *

„ქალს თუმცა მცირე ჭკუა აქვს, მაგრამ იმისთვის მაინც ყოფნის, რომ თავისი ტკბილი სიტყვების ქსელში და მოხერხებული თვალთმაქცობის მახეში გააბას კაცის ნათელი გონება”.

* * *

„როცა მზე ანათებს, სანთლის შუქი რაღა საჭიროა”.

* * *

„განგების მიერ ბოძებულ ძღვენთა შორის არ არსებობს შვილზე უტკბესი და უნეტარესი რამ”. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>