ედგარ დეგას შესახებ…

გენიალურ ფრანგ მხატვარს – ედგარ დეგას (1834-1917 წლები), მისი თანამედროვეები ახასიათებდნენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე გონებამახვილ, თუმცა ამასთანავე, მეტად საშინელი ხასიათის მქონე მხატვრად. (ავტორი გენია.ჯი) ამ ცოლთმოძულე ხელოვანს არ უყვარდა ყვავილები; თავად 20 სონეტის ავტორს სძულდა ლიტერატურა; გარდა ამისა, არ უყვარდა ლაყბობა და რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს – ბავშვები. „ის სიყვარულისთვის არ არის დაბადებულიო”, – აკი შენიშნავდა კიდეც დეგას შესახებ მხატვრის ერთ-ერთი მენატურე ქალი თავის მემუარებში. „დეგა ცხოვრობს მშვიდ გარემოში, როგორც პროვინციელი ნოტარიუსი. არ უყვარს ქალები, რადგან შესაძლოა იცის, რომ თუ ის მათ შეიყვარებს, სულიერად დაავადდება და ხატვის შესაძლებლობებს დაკარგავს”. – ეს სიტყვები კი ფრანგი იმპრესიონისტი მხატვრის შესახებ თვით ვინსენტ ვილემ ვან გოგს ეკუთვნის.

ასაკის მატებასთან ერთად, ედგარი თავის შეხედულებების ჭეშმარიტებაში კიდევ უფრო რწმუნდებოდა. მისმა პრინციპიალურობამ სიბერის ჟამს იგი ყველასაგან მიტოვებული დატოვა. მან სხვა ხელოვანებისაგან განსხვავებით, მხარი დაუჭირა ფრანგულ მართლმსაჯულებას, რომელმაც საფრანგეთის არმიის ებრაული წარმომავლობის მქონე უდანაშაულო ოფიცერი – ალფრედ დრეიფუსი დასაჯა (საყოველთაოდ ცნობილი „დრეიფუსის საქმე”). სწორედ ეროვნება (ებრაელობა) გახლდათ მიზეზი იმისა, რომ ედგარმა ურთიერთობა შეწყვიტა თავის მეგობართან – კამილ პისაროსთან; კლოდ მონესთან და ემილ ზოლასთან კი იმიტომ გაწყვიტა კავშირი, რომ ისინი მისგან განსხვავებით, ალფრედ დრეიფუსის უდანაშაულობაში იყვნენ დარწმუნებულნი. ამავე მოტივით ჩამოშორდა იგი თავის ერთ-ერთ ყველაზე ძველ მეგობარს – ლუდოვიკ გალევისა და მის ოჯახს…

სიცოცხლის უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მხატვარმა დაკარგა თითქმის ყველა ძველი მეგობარი მათი ოჯახებითურთ, თუმცა შეიძინა ახალი თაობის თაყვანისმცემელთა არმია, რომელთან კონტაქტსაც იშვიათად ამყარებდა იგი. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>