ივანე ტურგენევი წერდა…
„ქალები მამაკაცებზე უკეთესნი არიან, და თქვენ ეს საქმით უნდა დაამტკიცოთ. დაე მამაკაცებმა თავიანთი რწმენა გაცვეთილი ტანისამოსივით მოისროლონ, ანდა ლუკმაპურისთვის გამოიცვალონ, ან ბოლოს საღათას ძილით მიაძინონ და როგორც მიცვალებულს, მათთვის ოდესღაც ძვირფასს, ზედ საფლავის ქვაც დაადონ, სადაც მხოლოდ ხანდახან მივლენ სალოცავად. დაე მამაკაცები ასე მოიქცნენ; მაგრამ თქვენ, ქალები ნუ უღალატებთ თქვენს თავს, ნუ უღალატებთ თქვენს იდეალს… ეს სიტყვა სასაცილოდ გადაიქცა… ვისაც ეშინია იმისა, რაც სასაცილოდ გამხდარა, იმას სიმართლე არ უყვარს! ისეც მოხდება ხოლმე, რომ ვინმე სულელის უაზრო გადახარხარება, კარგ ადამიანებსაც ბევრ რამეზე ათქმევინებს უარს. უარს ათქმევინებს თუნდაც იქ არმყოფი მეგობრის გამოსარჩლებაზე, როცა ეს მეგობარი დაცინვის საგნად გამხდარა. მე თავადაც მადევს ამგვარი ცოდო. მაგრამ, ვიმეორებ, თქვენ, ქალები, ჩვენზე უკეთესნი ხართ. წვრილმან შემთხვევაში ჩვენზე ადრე ჰყრით ფარ-ხმალს; მაგრამ ეშმაკს ჩვენზე მამაცად უსწორებთ თვალს. მე გეუბნებით: მოთმინება მოიკრიბეთ, ბოლომდის იბრძოლეთ, და იცოდეთ, რომ გრძნობა, – ესე იგი, შეგნება იმისა, რომ პატიოსნად გაუმკლავდით ბრძოლას, ეს გრძნობა ვგონებ გამარჯვების ზეიმზე ძლიერია..” – (ავტორი გენია.ჯი)