რაფაელ სანტი – „ეპიზოდი”

„უპირველეს ყოვლისა, იგი ცხოვრობდა არა როგორც მხატვარი, არამედ როგორც – თავადიო”, – წერდა თავის დროზე ჯორჯო ვაზარი რენესანსის ეპოქაში მოღვაწე გენიალური იტალიელი ფერმწერისა და არქიტექტორის – რაფაელ სანტის (1483-1520 წლები) შესახებ. და მართლაც, უმბრიული სკოლის ამ უდიდეს შემოქმედს, რომელიც სულაც ვერ დაიკვეხნიდა მოკრძალებული ცხოვერების წესით, დიდად უყვარდა კომფორტულ პირობებში ცხოვრება და სასიამოვნო გარემოში დროის გატარება მის მიერ აშენებულ ძვირფას სასახლეში. რაფაელი, როგორც ჭეშმარიტი მამაკაცი, ეტრფოდა ღვინოს და აღმერთებდა სუსტი სქესის მშვენიერ წარმომადგენლებს. თუმცა ეს სულაც არ ახდენდა გავლენას იმ უზომო სიყვარულზე, რომელიც ხალხს გააჩნდა სანტის მიმართ: რაფაელს პატიობდნენ იმას, რისთვისაც სხვებს ქვებით დაუნდობლად ჩაქოლავდნენ. ამბობენ, რომ ეს ეგზომ ცნობილი და მდიდარი ხელოვანი უყვარდათ როგორც მანდილოსნებს, ასევე ბავშვებს, პონტიფიკოსებს, მოწაფეებსა და თვით ღმერთებსაც კიო. (ავტორი გენია.ჯი) რაფაელის თანამედროვეები მას ახასიათებდნენ, როგორც უკიდურესად თავაზიან ადამიანს. იგი მდიდრებისა და ღარიბების, დიდგვაროვნებისა და უბრალო ადამიანების მიმართ თანაბრად მოსიყვარულე იყო და არასოდეს გაუგონია არავის მისგან, რაოდენ გაბრაზებულიც არ უნდა ყოფილიყო სანტი, თუნდაც ერთი უწმაწური, ბინძური სიტყვა. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ რაფაელის შეგირდებს შორის საოცარი სიმშვიდე და ურთიერთგაგება იყო გამეფებული: მასწავლებლის პირადმა მაგალითმა მათში იმთავითვე ჩაჰკლა ისეთი საშინელი თვისებები, როგორებიცაა – ინტრიგნობა, ერთმანეთისადმი შური და არაჯანსაღი მეტოქეობა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>