ჰერცოგი ალბას შესახებ…
„რკინის ჰერცოგად” წოდებული – ფერნანდეს ალვარეს დე ტოლედო ი პიმენტელი, იგივე – დიდი ჰერცოგი ალბა (1507-1582 წლები) მაღალი სიმაღლის მქონე არ იყო, თუმცა, მაღალი მიზნებით კი, მართლაც რომ გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) ამ მკვრივი გარეგნობის ესპანელ სახელმწიფო მოღვაწეს რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი თვისება გააჩნდა: ეძინა ცოტა, მუშაობდა და წერდა ბევრს. ისტრიკოსები გვარწმუნებენ, რომ კონტრრეფორმაციის ეპოქის მხედართმთავარს თავისი სამოც წლიანი სამხედრო სამსახურის განმავლობაში არც ერთი ბრძოლა არ წაუგია. სწორედ ჰერცოგი ალბა იყო ის ადამიანი, რომელმაც პირველმა დაიწყო თავის დაქვემდებარებაში მყოფი არმიის შეიარაღება მუშკეტებით. – (ავტორი გენია.ჯი)