პიეტრო პერუჯინო – „ეპიზოდი”
სანდრო ბოტიჩელის თანამედროვე, რაფაელ სანტის მასწავლებელი და უმბრიული სამხატვრო სკოლის დიდებული იტალიელი წარმომადგენელი – პიეტრო პერუჯინო (1446-1524 წლები), მის მიერ შესრულებულ ტილოებზე ხშირად აწერდა ლათინურ ენაზე ავტორის ვინაობას (ცნობისათვის, ლათინურ ენაზე პიეტრო პერუჯინო იწერებოდა, როგორც – პეტრუს პერუზინოსი). ერთ-ერთ ფრესკაზე კი, რომელიც რენესანსის ეპოქის ბრწყინვალე ხელოვანმა შექმნა, ერთობ მრავლისმეტყველი წარწერა გააკეთა: „პეტრუს პერუზინუსი, შესანიშნავი მხატვარი. თუკი ხელოვნება მოკვდა, ამ სახვითმა ხელოვნებამ გააცოცხლა იგი”. – (ავტორი გენია.ჯი)