რაფაელ სანტი – „ეპიზოდი”
მას შემდეგ, რაც აღორძინების ეპოქის ერთ-ერთმა უდიდესმა იტალიელმა ფერმწერმა, გრაფიკოსმა და არქიტექტორმა - რაფაელ სანტიმ (1483-1520 წლები) რომის პაპს – იულიუს II-ს ფრესკის – „ათენის სკოლის” ესკიზები უჩვენა, პონტიფიკოსი იმდენად აღაფრთოვანდა ნანახით, რომ მან ვატიკანის სასახლის დარბაზის კედლებიდან სხვა დიდებული ოცი მხატვრის მიერ შესრულებული უნიკალური ფრესკების გადაეღებვის ბრძანება გასცა, რათა მათ ნაცვლად ზემოაღნიშნული ფრესკა განეთავსებინა სახვითი ხელოვნების ტიტანს. (ავტორი გენია.ჯი) საინტერესოა ის გარემოება, რომ იმ მხატვართა შორის, რომელთა ფრესკებიც იქნა ვატიკანის დარბაზის კედლებიდან წაშლილი, იმყოფებოდა თავად რაფაელის მასწავლებელი, უმბრიული სახვითი სკოლის ბუმბერაზი წარმომადგენელი – პიეტრო პერუჯინო. იმასაც გაცნობებთ, რომ განუმეორებელი ოსტატობით შესრულებულ ფრესკაზე – „ათენის სკოლა”, წარმოდგენილ სხვა სახელოვან პიროვნებებთან ერთად ავტორმა მრავლისმეტყველად გამოსახა სამი მხატვარი – ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო ბუონაროტი და გენიალური ძველბერძენი მხატვრის – აპელესის სახით – საკუთარი თავი. - – (ავტორი გენია.ჯი)
„ათენის სკოლა”