პაოლო ვერონეზე – „ეპიზოდი”
ვენეციური სახვითი სკოლის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი – პაოლო ვერონეზე (1528-1588 წლები), რამდენიმე ხნის განმავლობაში სტუმრობდა პალაციო პიზანი მორეტას მეთხუთმეტე საუკუნეში აგებულ დიდებულ სასახლეს. (ავტორი გენია.ჯი) ამ უნიკალური არქიტექტურის მქონე სასახლეს, რომელიც ცნობილი და გავლენიანი ვენეციელი პატრიციების – პიზანების ოჯახის საკუთრებაში იმყოფებოდა, თავის დროზე ისეთი ცნობილი ისტორიული პერსონებიც სტუმრობდნენ, როგორებიც იყვნენ საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი – იოზეფ II, ნაპოლეონ ბონაპარტის პირველი ცოლი – ჟოზეფინა დე ბოგარნე და რუსეთის იმპერატორი – პავლე I. იმისათვის რომ გენიალურ მხატვარს პიზანების საგვარეულო სასახლეში სათანადოდ დაესვენა, ოჯახმა მას ყველა პირობა შეუქმნა და შესაბამისად, დიდი პატივიც სცა. გულუხვი და გულისხმიერი მანსპინძლებისადმი მადლიერების ნიშნად ვერონეზემ პალაციო პიზანი მორეტას ძვირფას სასახლეში ყველასათვის უჩუმრად დახატა შედევრი-ტილო, სახელწოდებით – „დარიოსის ოჯახი ალექსანდრეს წინაშე”, რომელიც წასვლის წინ ავტორმა მისივე საწოლის ქვეშ დატოვა. პიზანების ოჯახმა პაოლოს საჩუქარი მალევე აღმოაჩინეს და მას სათანადო ადგილიც მიუჩინეს საგვარეულო სასახლეში, სადაც იგი გარკვეული ხნის განმავლობაში იყო წარმოდგენილი. დღეისათვის კი, ვერონეზეს შედევრი-ქმნილება – „დარიოსის ოჯახი ალექსანდრეს წინაშე”, ლონდონის ეროვნულ გალერეაშია დაცული. – (ავტორი გენია.ჯი)
„დარიოსის ოჯახი ალექსანდრეს წინაშე”