ერაზმ როტერდამელი – „ეპიზოდი”
რენესანსის ეპოქაში მოღვაწე დიდ ნიდერლანდელ ჰუმანისტსა და სწავლულს - დეზიდერიუს ერაზმუს როტერდამელს (1466-1536 წლები), რომელსაც განგებამ არც ძლიერი ნერვები უბოძა და არც კარგი ჯანმრთელობა, ერთხელ მისმა არაკეთილმოსეურნეებმა სიმხდალეში დასდეს ბრალი. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად სუსტი ნერვებისა, „ჰუმანისტების თავადად” წოდებული ერაზმუსი წაყენებულ ბრალდებას არ გაუღიზიანებია. „ეს იქნებოდა უსასტიკესი ბრალდება და უკიდურესი შეურაცხყოფა ჩემთვის, მე რომ დაქირავებული შვეიცარიელი ჯარისკაცი ვყოფილიყავი. მაგრამ მე სწავლული ვარ და იმისათვის, რომ ვიმუშაო, მშვიდობა მესაჭიროება”. – ასეთი ლაკონური პასუხი გასცა ომის მოძულე სწავლულმა მისდამი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს. – (ავტორი გენია.ჯი)