ჟაკ ოფენბახი – „ეპიზოდი”

ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური ფრანგი კომპოზიტორი და ვიოლონჩელისტი - ჟაკ ოფენბახი (1819-1880 წლები), რომელიც თავისი იშვიათი და სპეციფიკური გარეგნობის გამო ხშირად ხდებოდა კარიკატურისტთა სამიზნე, აზარტული თამაშების დიდი მოყვარული ხელოვანი იყო. (ავტორი გენია.ჯი) იმისათვის, რომ მუსიკოსს საკუთარი გარეგნობა როგორმე შეუმჩნეველი დაეტოვებინა, იგი ცდილობდა მაქსიმალურად ეპატაჟური და ავანგარდული სტილის მქონე ტანისამოსით გამოჩენილიყო საზოგადოებაში. ცნობილია ისიც, რომ ერთადერთ საგარდერობო ნივთს, რომელსაც ოფენბახი თითქმის არასოდეს ელეოდა, შავი ფერის ატლასის ჰალსტუხი გახლდათ. ის, რომ ჟაკი აზარტული თამაშების დიდი მოტრფიალე იყო, შემდეგი გარემოებაც ადასტურებს: ერთხელ, კერძოდ კი, 1869 წლის ზაფხულში ოფენბახმა მის მიერ დაწერილი ერთ-ერთი ოპერეტის – „ტრაპეზუნდელი პრინცესა”-ს საპრემიერო ჩვენება გამართა. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ მან ისარგებლა საპრემიერო ოპერეტის მოქმედებებს შორის არსებული შესვენებით და რულეტკის თამაში მოასწრო უახლოეს კაზინოში. ცნობილია ისიც, რომ ჟაკ ოფენბახი აზარტული თამაშების მოყვარული დიდი გერმანელი მწერლის – ერიხ მარია რემარკის მსგავსად, რულეტკის თამაშს ანიჭებდა უპირატესობას. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>