როდის იხილეს და დააგემოვნეს პირველად გამომცხვარი პური იაპონელებმა?
საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ 1850-იან წლებამდე უნიკალური ტრადიციებისა და უნიკალური კულტურის მქონე „ამომავალი მზის” ქვეყანაში – იაპონიაში, არაფერი უწყოდნენ ადამიანისათვის ისეთი უმნიშვნელოვანესი საკვები პროდუქტის არსებობის შესახებ, როგორიც გახლავთ – პური.
(ავტორი გენია.ჯი) 1852 წელს სავაჭრო ხელშეკრულების დადების მიზნით, ანუ დიპლომატიური მისიით იაპონიას აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, სამხედრო-საზღვაო ძალების კომოდორი – მეთიუ კელბრაიტ პერი ეწვია. აღმოსავლეთ აზიელებმა ამერიკელები ოფიციალურ საზეიმო ვახშამზე მიიწვიეს და იაპონური სამზარეულოს საუკეთესო კერძებით გულუხვად გაუმასპინძლდნენ. ამერიკელებმა, რომელთათვისაც რაღა თქმა უნდა, უცხო იყო იაპონური სამზარეულო, როდესაც თვალი გადაავლეს და გასინჯეს კერძები, თავი აბუჩად აგდებულად ჩათვალეს. აღნიშნული გარემოებიდან გამოწვეული უსიამოვნება პროფესიონალი თარჯიმნების დიდი ძალისხმევის შედეგად იქნა განეიტრალებული, რომლებმაც ამერიკელები დაარწმუნეს, რომ მათთვის შეთავაზებული კერძები ნამდვილად წარმოადგენდნენ ადგილობრივი ქვეყნის სამზარეულოს შედევრებს. და მართლაც რომ, გულუხვმა მასპინძლებმა სტუმრების გამასპინძლებისათვის იმ პერიოდისათვის უზარმაზარი თანხა – 2 000 ოქროს იუანი გაიღეს. შედეგად, ბრინჯიანი კერძებით უკმაყოფილო ამერიკელებმა თავიანთი ხომალდებიდან მოზიდეს სუფრაზე პროდუქტი და სწორედ მაშინ იხილეს და დააგემოვნეს „ამომავალი მზის” ქვეყნის შვილებმა პირველად – გამომცხვარი პური. – (ავტორი გენია.ჯი)
მეთიუ კელბრაიტ პერი