ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ყოველი ჩვენგანი მდევნელიცაა და დევნილიც”. – ჩაკ პალანიკი (ძილისპირული) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა ჯურის სიკვდილი აღარა ყოფილა. სიკვდილი იმდენგვარი იყო, რამდენი კაციც მოკვდა”. – თამაზ ბიბილური (ჩივილი)
* * *
„არც ერთი რელიგია, ანდა სხვა იდეოლოგია არ პირდება ამქვეყნად თანასწორუფლებიან ცხოვრებას ყველა ადამიანს – ძლიერსა და სუსტს, გენიალურსა და ნაკლებ ნიჭიერს, ლამაზსა და ულამაზოს”. – ივანე ეფრემოვი (სამართლებლის პირი)
* * *
„ერიდე ქალებს!” – ლევან გოთუა (მითრიდატე)
* * *
„ – თუ ვინმემ თოფი დაგიმიზნოს, შენც დაუმიზნე, იცოდე!” – თამაზ ბიბილური (ჩივილი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უმიზეზო მტერი – პათოლოგიაა, სადიზმია”. – ივანე ეფრემოვი (სამართებლის პირი)
* * *
„დრო ყველაფერს ავიწყებს ხალხს”. - თამაზ ბიბილური (ჩივილი)
* * *
„როცა სხვა არჩევანი არ არის, რაც გაქვს, იმას უნდა დასჯერდე”. – ჩაკ პალანიკი (ძილისპირული)
* * *
„ერთმანეთთან უშუალოდ დაკავშირებულ ადამიანთა შორის მტრობის მიზეზია – შური”. – ივანე ეფრემოვი (სამართლებლის პირი)
* * *
„ყველა უკვდავი აზრი, რომელსაც მეცნიერებაში გადატრიალება მოუხდენია, ძილის წინ ანდა მხარ-თეძოზე უდარდელად წოლის დროს დაბადებია ადამიანს. პარადოქსია? არავითარი!” – სერგო კლდიაშვილი (ობროდი) – (ავტორი გენია.ჯი)