Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„მართლაც, რა ჯობია იმას, როცა კაცი დაიბადები, იშრომებ მშობელი მიწის წიაღში, დასტოვებ შთამომავლობას და ცხოვრებით მაძღარი მშვიდი მოკვდები შენს საწოლში, შენს ქოხში, უკანასკნელ წუთს ახლობლებით გარშემორტყმული? მშვენიერია ეს! მაგრამ რატომ ხდება, რომ ეს კანონი თანდათან ქრება? რატომ არის, რომ ბევრი, ყოველმხრივ ღირსეული კაცი, გზის დასაწყისშივე ეცემა ძირს, ისე რომ ჯერ არც უგრძვნია დაღლა, არ უგრძვნია ამ არც თუ ისე გრძელი გზის პაპანაქება და სუსხი, არც მიღწეულით ტკბობა და არც ვერმიღწეულით ტანჯვა? მაინც ყველაფერი საიდუმლოა და გამოურკვეველი ამ უცნაურად მოწყობილ ქვეყანაზე”.