მრავლისმეტყველი დიალოგი ღმერთის შესახებ…
„ – სადაა კაცო, ღმერთი?
- ისე მე ვიცოცხლო და ჩემი შვილები გაახაროს გამჩენმა, როგორც არის…
- რა იცი შენ, არის თუ არა?
- უნდა გწამდეს და მაშინ გეცოდინება.
- ვინ დაამტკიცა, რომ ღმერთი არის!?
- შენ იგი მითხარი, ვინ დაამტკიცა, არ არისო?”
- აბა, არის ვითომ ღმერთი? თუ არის, სად არის, ვინ ნახა?
- ნახვა არ შეიძლება.
- ნეტაი რატომ?
- რა გითხრა, იცი? მოსე ხომ გაგიგონია, მოსე?
- რავა არ გამიგონია.
- ებრაელობა მაგან გამოიყვანა ეგვიპტიდან. ორმოცი წელიწადი უდაბნოში დავდიოდით თურმე. ღმერთს ყვარებია მოსე და უთქვამს, მოსე საქმე მაქვს შენთანო, ამოდი აგერ მთაზეო, სინას მთა ყოფილა საცხა, და ვილაპარაკოთო. წასულა თურმე მოსე, ისე შენ იხარე, რა უნდა ექნა აბა? ღმერთი გამოგიძახებს და არ წახვალ? ასულა იმ მთის წვერზე და ულაპარაკნია ღმერთთან, როგორც ახლა მე და შენ ვლაპარაკობთ ისე, მაგრამ ღმერთის ხმა ესმოდა, თურმე, სახით ვერ დაუნახავს და უთხოვია მოსეს: გამოდი, ერთი დამენახვე, რავალი ხარ თვალათო, მაგრამ გამჩენს უპასუხნია, არ შეიძლება, მოსე, ცოცხალი კაცი მე ვერ დამინახავსო… ვინც მე დამინახავს, ის წუთში მოკვდებაო…
- აბა, რომ მოვკვდები, მერე ვნახავ ღმერთს? რომ მოვკვდები, რათ მინდა, ბიძია, ღმერთი? მე ახლა მინდა ღმერთი, თუ არა, რომ მოვკვდები, მერე გინდა ყოფილა და გინდა არა”. – (ავტორი გენია.ჯი)