Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„რასაკვირველია, მამაკაცის ცხოვრებაში ქალი უდიდესი მოვლენაა, მაგრამ არც ის კაცი ვარგა, ვინც თავისი ცხოვრების მოწესრიგებას მხოლოდ ამ მხრივ ფიქრობს. რაღაც მთავარი უნდა ეძებო კაცმა, საკუთარი ცხოვრების წესს უნდა მიაგნო, ქალი კი ამ ძიების შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს და არა მიზანი. ხშირად ყველაზე ტკბილი მოგონებები მხოლოდ ქალებთან არის დაკავშირებული. არც წარმატებით დაგვირგვინებული რომელიმე საქმე, არც ვთქვათ, სადმე ნანახი დიდებული პეიზაჟი და ბევრი რამ კიდევ, ისეთი მწვავე სიამოვნებით არ გაგონდება მოცლილობის ჟამს, როგორც სასურველ ქალთან გატარებული წუთები, მაგრამ ეს სიმწვავე, როგორც ჩანს, ამ ურთიერთობისათვის დამახასიათებელი სპეციფიკაა მხოლოდ და მეტი არაფერი. ამან არ უნდა მოგატყუოს…”